ავტორიზაცია
სილიკაგელზე დაფენილი ან კოვალენტურად იმობილიზებული ცელულოზა ტრის(3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის) შედარებითი დახასიათება ენანტიომერული ნარევების დასაყოფად სითხურ ქრომატოგრაფიაში
ავტორი: tamar khatiashviliსაკვანძო სიტყვები: ენანტიომერების დაყოფა, კოვალენტურად იმობილიზებული, პოლისაქარიდული ქირალური სელექტორი
ანოტაცია:
ენანტიომერების ანალიზური და პრეპარატული დაყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს იმ მიზეზის გამო, რომ ენანტიომერები იდენტურ თვისებებს ავლენენ აქირალურ გარემოში. მხოლოდ 1980 წლიდან გახდა შესაძლებელი მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის გამოყენება. დღესდღეობით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში არსებული ქირალური სელექტორებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება პოლისაქარიდული ქირალური სელექტორები და კომერციულად ხელმისაწვდომი ქირალური სვეტების უმეტესობაც დამზადებულია პოლისაქარიდული ქირალური სელექტორების გამოყენებით. პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სტაციონარული ფაზის დამზადება ძირითადად ხდება პოლისაქარიდის ნაწარმის ფიზიკური დაფენით სილიკაგელზე. ქირალური სელექტორის მომზადების ამ მეთოდს რიგი უპირატესობები გააჩნია. ერთის მხრივ, არის სწრაფი მეთოდი, რომელიც არ საჭიროებს სილიკაგელის ზედაპირის წინასწარ გააქტიურებას. რაც შეეხება კოვალენტურად იმობილიზებულ სელექტორებს, აქ პოლისაქარიდული ჯაჭვების ურთიერთდაკავშირება არის იმობილიზაციის მთავარი მექანიზმი. ამ მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იმობილიზირებული ქირალური სტაციონარული ფაზები არიან მდგრადი, თავსებადი გამხსნელების მრავალნაირ კომპოზიციასთან და გამოსადეგები ენანტიომერების ელუირების რიგის შებრუნების მიზნით. წინამდებარე პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სილიკაგელზე დაფენილი ან კოვალენტურად იმობილიზებული ცელულოზა ტრის(3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის) საფუძველზე მომზადებული ქირალური სელექტორების შედარება ენანტიომერების დაყოფის უნარის მიხედვით მოძრავ ფაზებად მეთანოლის და ჰექსან/იზოპროპანოლის (სხვადასხვა მოცულობითი თანაფარდობით) ნარევების გამოყენებით; აგრეთვე შესწავლილია ცალკეულ შემთხვევებში ენანტიომერების ელუირების რიგი და განხორციელდა ქრომატოგრაფიული დაყოფების თერმოდინამიკური დახასიათება.