ავტორიზაცია
წამლის გადამტანი ნანონაწილაკკების ტიპები, სტაბილლობა და გამოყენების არეალი
ავტორი: გუგა ზარიძესაკვანძო სიტყვები: ნანონაწილაკები, წამლის გადამტანები, ნანოტექნოლოგია, მედიცინა
ანოტაცია:
ნანოტექნოლოგია გამოყენებით მეცნიერებებსა და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დარგია და მისი მთავარი თემა საკითხის მოლეკულურ დონეზე მართვაა. ნანოტექნოლოგიებს შესწევთ უნარი სულ ცოტა ხანში შეაღწიონ ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერ წერტილში, აიღონ ლოკალურად სადიაგნოსტიკო ინფორმაცია, მიაწოდონ ფარმაკოლოგიური საშუალებები და საუკეთესო შემთხვევაში ადგილზევე აწარმოონ „ნანოქირურგიული“ ოპერაციები. ნანოტექნოლოგიები მომავლის ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენება წარმატებით დაიწყო მედიცინაში და თანდათან უფრო ფართო გავრცელებას პოულობს. ფიზიკისა და ნანოტექნოლოგიების განვითარებამ მიგვიყვანა წამლის გადამტანი ნანონაწილაკების შექმნამდე, რომელიც აქტუალურად გამოიყენება მედიცინაში და იძლევა საშუალებას ნანო ნაწილაკებში მოთავსებული სამკურნალო პრეპარატები მიზანმიმართულად იქნეს მიყვანილი მაგალითად სიმსივნურ უჯრედებამდე.