ka | en
TSU

TiO 2 - ის ფხვნილების Co 2+ , Ni 2+ , Ag + ნანონაწილაკებით დაფარვა და ეპრ მეთოდით მიღებული ნიმუშების მწვანე ენერგეტიკასა და ეკოლოგიაში პრაქტიკული გამოყენების განსაზღვრა

ავტორი: სალომე გოგიჩაიშვილი
საკვანძო სიტყვები: ეპრ, სპინ-ხაფანგი, ნანონაწილაკები, ეკოლოგია, ენერგეტიკა, ნანოფხვნილები, ფოტოკატალიზატორები
ანოტაცია:

წყლის დაბინძურება არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც დგას დღეს კაცობრიობის წინაშე. ფოტოკატალიზური ნანოფხვნილები სინათლის ზემოქმედებით აქტიურდებიან და იძენენ ძლიერ დამჟანგავ თვისებებს, რის გამოც შეუძლიათ გარემოს მოლეკულების დაშლა, მაგ. წყლის მოლეკულების დაშლა წყალბადად და ჟანგბადად ან წყალში მოხვედრილი ორგანული ნაერთების და ბაქტერიების დაშლა ჟანგბადად და ნახშირორჟანგად მზის სხივების ენერგიის და ფოტოკატალიზატორების გამოყენებით. ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე პერსპექტიული და აქტუალური ნივთიერებაა ტიტანიუმის დიოქსიდი TiO 2 (ანატაზი), რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს ფოტოკატალიზატორების მიღება. ფოტოკატალიტური ფხვნილების გამოყენება შესაძლებელია ასევე ჰაერის გასასუფთავებლად. შესასწავლი ფოტოკატალიზატორის ეფექტურობა იზომება მისი დასხივების შედეგად წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების ეპრ სპექტრის ინტესივობის მიხედვით ეტალონის ინტენსივობასთან შედარებით ამრიგად, სპინ – ხაფანგების გამოყენება შესაძლებლობას იძლევა დავადგინოთ 1)წარმოადგენს თუ არა შესასწავლი ნიმუში  ელექტრონის დონორს 2)განვსაზღვროთ მისი ეფექტურობა ეპრ სიგნალის ინტენსივობის მიხედვით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com