ka | en
TSU

მემბრანა. მემბრანის განვლადობა

ავტორი: შოთა პერტახია
საკვანძო სიტყვები: დიფუზია, ოსმოსი, ფილტრაცია
ანოტაცია:

უჯრედში, როგორც ღია თერმოდინამიკურ სისტემაში, მუდმივად მიმდინარეობს გარემომცველ არესთან ნივთიერების ცვლა. ეს შესაძლებელია უჯრედული მემბრანის განსხვავებული განვლადობის გამო სხვადასხვა ნივთიერების მიმართ. უჯრედული მემბრანების განვლადობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედის ცხოველქმედებაშიც. მემბრანული ტრანსპორტი და მისი დარღვევები მკვეთრად ცვლის უჯრედული პროცესების მიმდინარეობას. ამდენად ამ საკითხების ირგვლივ არსებული ინფორმაცია ყოველთვის აქტუალურია. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია მემბრანის აგებულების თავისებურებები, პასიური ტრანსპორტის სახეები, როგორიცაა დიფუზია, ოსმოსი და ფილტრაცია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com