ka | en
TSU

ჭიათურის მუნიციპალიტეტში გეოპარკის შექმნისა და ფუნქციონირების პოტენციალის შესწავლა მდგრადი განვითარების კონტექსტში

ავტორი: გიორგი ჩართოლანი
საკვანძო სიტყვები: გეოპარკი, მდგრადი განვითარება, ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ანოტაცია:

გეოპარკის კონცეფცია 1990-იანი წლებიდან ჩნდება. გეოპარკი წარმაოდგენს ერთიან გეოგრაფიულ სივრცეს/ტერიტორიას სადაც საერთაშორისო/ეროვნული მნიშვნელობის გეოლოგიური/გეომორფოლოგიური მემკვიდრეობა და ლანდშაფტები იმართება დაცულობის, განათლებისა და მდგრადი განვითარების ერთიანი კონცეფციით. გეოპარკი იყენებს გეოლოგიურ მემკვიდრეობას ტერიტორიის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ყველა სხვა ასპექტთან დაკავშირებით, რათა გაიზარდოს საზოგადოების ცნობერება მათ წინაშე მდგარი ძირითადი საკითხებისადმი როგორიცაა დედამიწის რესურსების მდგრადი გამოყენება, კლიმატის ცვლილების ეფექტის შემსუბუქება და ბუნებრივი კატასტროფებთან დაკავშირებული რისკების თავიდან არიდება. ამგვარად გეოპარკებს გააჩნია მნიშვნელოვანი როლი საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ, სოციალურ სფეროში და ხელსაყრელნი არიან ეკონომიკური საქმიანობისათვის. გეოლოგიურ, გეომორფოლოგიურ მემკვიდრეობას შეუძლიათ სამუშაო ადგილების და ახალი ეკონომიკური აქტივობების შექმნა. ჩვენი კვლევის მიზანია საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაგალითზე გეოპარკის შექმნის შესაძლებლობისა და მნიშვნელობის შეფასება/წარმოჩენა მდგრადი განვითარების კონტექსტში. კვლევის ფარგლებში მოხდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის გეოლოგიური, გეომორფოლოგიური მემკვიდრეობის საერთაშორისო, ეროვნულ ასევე სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ესთეთიკური და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით შესწავლა; პოტენციური გეოპარკის საზღვრების განსაზღვარა, რუკის შედგენა.


მიმაგრებული ფაილები:

ჭიათურის მუნიციპალიტეტში გეოპარკის შექმნისა და ფუნქციონირების პოტენციალის შესწავლა მდგრადი განვითარების კონტექსტში [ka]
Study of the creation and operation of geopark in Chiatura municipality in the context of sustainable development [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com