ავტორიზაცია
ვირუსები ჩვენს გარშემო და მათთან ბრძოლის ფიზიკური მეთოდები
ავტორი: ანანო კანდელაკისაკვანძო სიტყვები: ვირუსები, მემბრანული აცორბცია, სტერილიზაცია, ანტისეპტიკა
ანოტაცია:
ჩვენ გარშემო ძალიან დიდი რაოდენობის ვირუსია, რაც დღევანდელი მსოფლიოს უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, როცა ზოგიერთი მათგანი ორგანიზმში შეიჭრება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთი შეხედვით მარტივ ავადმყოფობას, რაც ვირუსითაა გამოწვეული, სავალალო შედეგი მოუტანია. რასაკვირველია მეცნიერების და მედიცინის განვითარებასთან ერთად უამრავი მსგავსი შინაარსის პრობლემის გადაჭრა ხდება. ჩვენი მიზანია გავიგოთ: რა არის ვიუსი? რა ვიცით მათ შესახებ და როგორ შეიძლება მათთან ბრძოლა?ამ ნაშრომში განხილულია ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ ვირუსების შესახებ. გავეცნობით ვირუსების აგებულებას, კლასიფიკაციას, როგორ შეიძლება მათი გარჩევა ბაქტერიებისგან. ასევე ყურდღება მიექცევა ვირუსულ ინფექციებს და მათ შედეგებს. დავახასიათებთ ისეთ ვირუსულ დაავადებებს, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში, განვითარებული მედიცინისათვისაც კი პრობლემას წარმოადგენენ. ვისაუბრებთ ვირუსებთან ბრძოლის არსებულ ფიზიკურ მეთოდებზე. მაგალითად, დეზინფექციის და სტერილიზაციის გამოყენება ვირუსების წინააღმდეგ . დღესდღობით ერთადერთი აირის სტერილიზატორი STERRAD-ით.