ka | en
TSU

ბუნებრივი გარემოს ელემენტების შეფასება მიწის კადასტრში

ავტორი: სულიკო ძაგნიძე
საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, კადასტრი, მიწის მართვა
ანოტაცია:

მიწის კადასტრის სისტემა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების საფუძველია. მიწის რეგისტრაციის გამართული სისტემის არსებობა ყველა ქვეყნისთვის მიწის ადმინისტრირების ეფექტური პოლიტიკის ხელშეწყობისა და მიწათმესაკუთრეობასა და ინვესტიციებთან დაკავშირებული კერძო და სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია; მიწის ადმინისტრირებისა და მიწის სრულყოფილი რეგისტრაციის ეფექტური სისტემები კი საბაზრო ეკონომიკის ნაყოფიერი ფუნქციონირების, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისა და მიწის რესურსების მდგრადი და ეფექტური მართვის საფუძველია, რაც ეკონომიკის სტაბილურ ზრდა-განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. საქართველოა ერთერთია მსოფლიოში,რომელმაც მიწის საკადასტრო სისტემა განავითარა და ამითი მსოფლიოში ერთერთი პირველი გახდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის სისრაფითა და მოხერხებულობით. თუმცა საკადასტრო სისტემას გააჩნია საკმაოდ ბევრი ხარვეზი,რომელიც მრავალ პრობლემას წარმოშობს. კვლევასთან დაკავშირებულია შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა“ 1. შესწავლილი იქნას მიწის კადასტრის სისტემა საქართველოში 2. გამოვლინდეს მასში არსებული პრობლემები და მოხდეს შესაბამისი დაკსვნის მომზადება. 3. მოხდეს დღესდღეობით არსებული მოწყობის ანალიზი და მომზადდეს რეკომენდაციები. კვლევის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მიწის კადასტრის განვითარებას რაც საბოლოოდ განაპირობებს მიწის ადმინისტრირების და მიწის სრულყოფილი რეგისტრაციის ეფექტური სისტემის შექმნას,რაც თავის მხრივ ეკონომიკის,სოფლის მეურნეობისა და მიწის მდგრადი განვითარების მართვის ეფექტური საფუძველია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com