ka | en
TSU

სამაგიდო თამაშების CORE აპლიკაცია

ავტორი: ამირან მელია
თანაავტორები: როსტომ ზაბახიძე
ანოტაცია:

თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბაკალავრიატის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტების, როსტომ ზაბახიძისა და ამირან მელიას ჯგუფური პროექტის ანოტაცია სახელწოდებით: “სამაგიდო თამაშების CORE აპლიკაცია”. აღნიშნული პროექტი საშუალებას გვაძლებს ჩვენს პლატფორმაზე მარტივად შევქმნათ ახალი, ნებისმიერი სახის, ონლაინ სამაგიდო თამაშები, უკვე არსებულ core ის გამოყენებით. ჩვენი აპლიცაკიის სწორი არქიტექტურიდან გამომდინარე, ფსონების დადება, მოთამაშეების სერვერებთან კავშირი, უსაფრთხოება, თამაშის მდგომარეობა და მისი ვალიდურობა, შეცდომის შემთხვევაში თამაშის ბოლო ვალიდურ ეტაპზე აღდგენა და სხვა მრავალი დეტალი უკვე მოგვარებულია და ახალი თამაშების დამატებისთვის საჭიროა მხოლოდ ლოგიკის Layer-ისა და დიზაინის დამატება. ასევე, პროექტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხიბლად შეიძლება ჩაითვალოს მომხმარებლების გაზრდის მიხედვით, აპლიკაცია Traffic-ს ასკალირებს ჰორიზონტალურად. რაც, სერვერების ხარჯებისა და Request-ის ვერ მიღების ალბათობის 0.000008%-მდე შემცირებას გულისხმობს. სტატიაში დეტალურად, მაგალითების საფუძველზე, არის გაანალიზებული პროექტის სწორი არქიტექტურა და სწორი არქიტექტურის მნიშვნელობა. ავტორი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მის მიერ შექმნილი პროდუქტის მსგავსი პროდუქტები ონლაინში “ღია კოდის” სახით არ არსებობს. პროექტი შესრულებულია C# (.Net Core)-ზე. აღნიშვნის ღირსია ასევე არქიტექტურის დასაცავად გამოყენებული შემდეგი პატერნები: Double Buffer pattern Command pattern Service Locator pattern Event Queue pattern Observer pattern State Pattern



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com