ka | en
TSU

“ქამა სოკოს (Agaricus bisporus) ნაყოფსხეულის ლექტინების ზოგიერთი ბიოლოგიური თვისებების შესწავლა in vitro სისტემაში”

ავტორი: მარიამ ქობლიანიძე
ანოტაცია:

მარიამ ქობლიანიძეს სამაგისტრო ნაშრომი “ქამა სოკოს (Agaricus bisporus) ნაყოფსხეულის ლექტინების ზოგიერთი ბიოლოგიური თვისებების შესწავლა in vitro სისტემაში” განეკუთვნება ბაზიდიომიცეტების კლასის სამკურნალო და ამავე დროს ფართოდ გამოყენებული საკვები სოკოს სათბურის პირობებში ქართულ ტორფზე კულტივირებული Agaricus bisporus-ს ნაყოფსხეულიდან გამოყოფილი ლექტინების ბიოლოგიური თვისებების შესწავლას მოდელურ ცდებში ინ ვიტრო სისტემაში. ჩატარებული კვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ კულტივირებული ქამა სოკოს Agaricus bisporus-ის ნაყოფსხეულიდან გამოყოფილი ლექტინები მთელი რიგი ბიოქიმიური მახასიათებლებით განსხვავდება ცნობილი კომერციული Agaricus bisporus-ის ABA/AAL აგლუტინინისგან. ბიოლოგიური თვისებების შესწავლისას გამოვლინდა ლექტინების შემაკავებელი ეფექტი უჯრედების სიცოცლისუნარიანობაზე, ასევე მიტოქონდრიების ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ფერმენტების აქტივაციის ფაქტორის AKT-ის -(პროტეინკინაზა B) სინთეზზე. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აღნიშნული ლექტინები სავარაუდოდ აპოპტოზში უნდა მონაწილეობდნენ.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com