ka | en
TSU

ენანტიომერული ნარევების დაყოფა ზეკრიტიკული სითხეების ქრომატოგრაფიაში ქირალურ სელექტორად ცელულოზა ტრის (3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის) გამოყენებით.

ავტორი: ლაშა გიუნაშვილი
საკვანძო სიტყვები: ზეკრიტიკული სითხეების ქრომატოგრაფია, ქირალობა
ანოტაცია:

ენანტიომერული ნარევების დაყოფა თანამედროვე ქიმიის ერთ–ერთ აქტუალურ პრობლემას განეკუთვნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ამ პრობლემის აქტუალურობა პრაქტიკული თვალსაზრისით განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ქირალურ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა (როგორიცაა, სამკურნალწამლო საშუალებები, საკვების დანამატები, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების შხამქიმიკატების და ა.შ.) ენანტიომერები როგორც წესი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მათი ბიოლოგიური აქტივობით, ტოქსიკურობით, მეტაბოლიზმის უნარით და ა.შ. მაგალითად ქირალური პესტიციდების ცალკეულ ენანტიომერს შესაძლებელია ჰქონდეს არა მარტო განსხვავებული ეფექტი სამიზნე ობიექტზე მოქმედების თვალსაზრისით, არამედ შესაძლოა ჰქონდეთ გარემოში ერთმანეთისგან განსხვავებული დაშლის კინეტიკა და სხვადასხვა საბოლოო პროდუქტები. დღესდღეობით გამოყენებული სამკურნალწამლო საშუალებების დააახლოებით ნახევარი არის ქირალური და გამოიყენება რაცემატის სახით, მაშინ როდესაც ქირალური სამკურნალწამლო საშუალების ენანტიომერებს შესაძლოა ერთმანეთისგან ძირეულად განსხვავებული ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები გააჩნდეს. სამკურნალწამლო საშუალებების ქირალობის საკითხი წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას ახალი სამკურნალწამლო საშუალებების შექმნის მიმაართულებით, რაც ფარმაცევტული მიმართულების ბევრი კონფერენციის, საერთაშორისო ჟურნალის (მაგალითად Chirality, Wiley, New York, USA), წიგნის და ისეთი სამთავრობო უწყებების განსჯის საგანს წარმოადგენს როგორიც არის ამერიკის საკვების და სამკურნალწამლო საშუალებათა სააგენტო, ევროპის მედიკამენტების სააგენტო და ა.შ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ქირალური შხამ-ქიმიკატების და სამკურნალწამლო საშუალებების უსაფრთხო და მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება მოითხოვს მათი ენანტიომერების ერთმანეთისაგან წინაწარ დაყოფას. ქირალური ნაერთების ენანტიომერების დაყოფა წლების მანძილზე წარმოადგენდა დაყოფის მეცნიერებების ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას. მხოლოდ 1980-იან წლებში გახდა კომერციულად ხელმისაწვდომი ქირალური სვეტები სითხური ქრომატოგრაფიისათვის. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ქირალური დაყოფა გახდა დაყოფის ანალიზურ მეცნიერებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა. დღეისათვის არსებულ ბევრ ქირალურ სტაციონარულ ფაზას შორის განსაკუთრებით მაღალი ეფექტურობით გამოირჩვეა პოლისაქარიდების საფუძველზე მომზადებული ქირალური სელექტორები. მიუხედავად ამ მასალების ფართო გამოყენებისა, მათი ქირალური გამოცნობის მექანიზმები ნაკლებად არის შესწავლილი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com