ka | en
TSU

ბრომფენირამინის ენანტიომერების დაყოფა კაპილარულ ელექტროფორეზში ციკლოდექსტრინების გამოყენებით ქირალურ სელექტორებად

ავტორი: ნინო მეგენეიშვილი
თანაავტორები: ანა გოგოლაშვილი ნათია ცერცვაძე თამარ გეგელაშვილი დავით ხუციშვილი
ანოტაცია:

მოლეკულის ქირალობა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მასში ასიმეტრიული ნახშირბადატომის არსებობასთან. ასეთ მოლეკულას გააჩნია მისი სარკისებული გამოსახულება და მათ ენანტიომერები ეწოდებათ. ენანტიომერებს ერთნაირი ქიმიური და ფიზიკური თვისებები გააჩნიათ და მათი განსხვავება შესაძლებელია მხოლოდ პოლარიზებული სინათლის სიბრტყის ბრუნვის კუთხის ნიშნის მიხედთით. მიუხედავად იმისა, რომ ენანტიომერებს ერთნაირი ფიზიკური და ქიმიური თვისებები აქვთ, ფარმაკოლოგიური მოქმედებით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მოლეკულის ქირალობა დიდ გავლენას ახდენს მის ფარმაკოლოგიურ მოქმედებაზე. დღესდღეობით მედიცინაში გამოყენებული სამკურნალწამლო საშუალებების თითქმის 40% ქირალური ნივთიერებებია, აქედან მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყენება სუფთა ენანტიომერის სახით. ენანტიომერები განსხვავებულად ურთიერთქმედებენ რეცეპტორებთან. რადგან ადამიანის ორგანიზმი ერთგვარ მძლავრ ქირალურ სელექტორს წამოადგენს. ერთ-ერთმა ენანტიომერმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდენოს შესაბამის პროცესზე, ხოლო მეორემ შესაძლოა ტოქსიკური მოქმედება გამოამჟღავნოს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ენანტიომერული ნარევების დაყოფა. კაპილარული ელექტროფორეზი წარმოადგენს ქირალური ნივთიერებების დაყოფის მეთოდს, რომელსაც მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია ქრომატოგრაფიულ მეთოდებთან შედარებით. პირველ რიგში ეს მეთოდი საკმაოდ მოქნილი და იაფია. გარდა ამისა, ის გამოირჩევა მაღალი ეფექტურობთა და ანალიზის ჩატარების მცირე დროით. ჩვენს სამუშაოში შესწავლილია ბრომფენირამინის ენანტიომერების დაყოფა კაპილარულ ელექტროფორეზში ციკლოდექსტრინების გამოყენებით ქირალურ სელექტორებად. ჩვენს მიერ გაამოყენებული იქნა როგორც ნატივური ასევე მოდიფიცირებული ციკლოდექსტრინები. მიგრაციის რიგირ შებრუნება მოხდა ბუნებრივ ბეტა ციკლოდექსტრინსა და ტრიმეთილ ბეტა ციკლოდექსტრინს (( ჰეპტაკის(2,3,6-ტრი-მეთილ)β-CD))-ის შორის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com