ავტორიზაცია
დიმეთინდენის ენანტიომერების დაყოფა კაპილარულ ელექტროფორეზში ქირალურ სელექტორებად ციკლოდექსტრინების გამოყენებით
ავტორი: თამარ გეგელაშვილითანაავტორები: ანა გოგოლაშვილი, ნათია ცერცვაძე, ნინი მეგენეიშვილი, დავით ხუციშვილი
საკვანძო სიტყვები: კაპილარული ელექტროფორეზი, ციკლოდექსტრინები, დიმეთინდენი, ენანტიომერები, ქირალური სელექტორები.
ანოტაცია:
ანოტაცია კაპილარულ ელექტროფორეზში, ქირალური სელექტორების გამოყენებით შესაძლებელია ენანტიომერების დაყოფა. კაპილარულ ელექტროფორეზში ქირალურ სელექტორებად ძალიან ხშირად გამოიყენება ციკლოდექსტრინები, სწორედ მათი გამოყენება გარკვეულ უპირატესობებთან არის დაკავშირებული: ციკლოდექსტრინები ადვილად იხსნებიან წყლიან ბუფერებში, არ წარმოადგენენ ტოქსიკურ ნივთიერებებს და ხასიათდებიან ქირალური გამოცნობის უნივერსალური უნარით. ციკლოდექსტრინების ქირალური მოლეკულების ურთიერთქმედება შესაძლებელია სხვადასხვა სტერეოსელექტიური მექანიზმით. ციკლოდექსტრინები ენანტიოსელექტიურად გამოიცნობენ ენანტიომერებს გარდამავალი, არაკოვალენტური დიასტერეომერული კომპლექსების წარმოიქმნის გზით. ეს კომპლექსები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სივრცითი ორიენტაციით ან სპეციფიური მოლეკულათაშორისი ურთიერთქმედების ძალებით. სწორედ ამ მიზეზის გამო ხდება ენანტიომერების დაყოფა და ელექტროფორეტულ ძვრადობებს შორის განსხვავება. წინამდებარე ნაშრომში დამუშავებული იქნა დიმეთინდენის ენანტიომერების დაყოფა კაპილარულ ელექტროფორეზში ციკლოდექსტრინების გამოყენებით ქირალურ სელექტორებად α- β- γ-, TM-β და DM-β ციკოდექსტრინების გამოყენებით. დადგენილი იქნა ენანტიომერების მიგრაციის რიგი სხვადასხვა ციკლოდექსტრინის გამოყენებით ენანტიომერების მიგრაციის რიგის შებრუნების სტრუქტურული მექანიზმების შემდგომი კვლევის მიზნით.