ka | en
TSU

ლეიკოპენიის ექსპერიმენტულ მოდელზე ბერძნული კაკლის უღლების ექსტრაქტით თეთრი თაგვების სისხლის მორფო-ფუნქციური მახასიათებლების კორექციის უნარის შესწავლა

ავტორი: ნანული აბუაშვილი
თანაავტორები: ე.თავდიშვილი, გ.ბურჯანაძე, ნ.ბედინეიშვილი
საკვანძო სიტყვები: კაკლის უღლები, ლეიკოპენია, კატალაზა
ანოტაცია:

თეთრ თაგვებში ციკლოფოსფანის ერთჯერადი ინექციით გამოწვეული ლეიკოპენიის ექსპერიმენტულ მოდელზე ჩატარებულია პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტების განახლებაზე ბერძნული კაკლის უღლების წყლიანი ექსტრაქტის ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეყვანის ეფექტურობის შედარებითი შესწავლა. ასევე შესწავლილია ანტიოქსიდანტური სისტემის და პროოქსიდაციური პროცესების ზოგიერთი მახასიათებლის(NO და კატალაზა ) ცვლილებებზე კაკლის უღლების ექსტრაქტის მოქმედება. გამოკვლევებით დადგენილ იქნა, რომ კაკლის უღლების ექსტრაქტით მიელოპოეზის სუპრესიის კორექცია მიიღწევა მხოლოდ მისი ორგანიზმში პერორალური გზით შეყვანის შემთხვევაში. გამოვლინდა ასევე, რომ ციკლოფოსფანის ერთჯერადი ინექციის საპასუხოდ კაკლის უღლების ექსტრაქტს გააჩნია ფერმენტ კატალაზას აქტიურობის ცვლილებების და ანტიოქსიდანტური სისტემის კორექციის უნარი. ბერძნული კაკლის უღლების ექსტრაქტს ახასიათებს NO-ს რაოდენობრივი ცვლილებების და შესაბამისად, გაძლიერებული ოქსიდაციური პროცესების კორექციის უნარი.


მიმაგრებული ფაილები:

ლეიკოპენიის ექსპერიმენტულ მოდელზე ბერძნული კაკლის უღლების ექსტრაქტით თეთრი თაგვების სისხლის მორფო-ფუნქციური მახასიათებლების კორექციის უნარის შესწავლა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com