ka | en
TSU

ვექტორული მეზონების დაბადების შესწაცლა NICA კოლაიდერზე

ავტორი: გაგა ლურსმანაშვილი
საკვანძო სიტყვები: NICA, ვექტორული მეზონი, სიმკვრივის მატრიცა, პოლარიზაცუა
ანოტაცია:

სამაგისტრტო ნაშრომში განხილული იყო ვექტორული მეზონების დაბადება NICA კოლაიდერზე. NICA პროექტის ძირითადი ამოცანაა ჰადრონული მატერიის შესწავლა ბარიონული სიმკვრივის მაქსიმალურ მნიშვნელობაზე და ჰადრონების სპინის სტრუქტურის გამოკლევა. ამ ამოცანების გადაწყვეტაში დიდი როლი ეთმობა ვექტორული მეზონების და ლეპტონური წყვილების (დილეპტონების) შესწავლას. ნაშრომში დეტალურად იყო განხილული -მეზონების და დილეპტონების დაბადების თეორიული მოდელები პროტონ-პროტონულ და ბირთ-ბირთულ ურთიერთქმედებეში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვექტორული მეზონების დომინანტობის მოდელს (VMD), რომლის ფარგლებში მიღებული იყო ვექტორული მეზონების დაბადების ინკლუზიური რეაქციის p+p→ρ+X დიფერნციალური კვეთა და სიმკვრივის მატრიცა. სიმკვრივის მატრიცა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ რეაქციის შესაბამისი ფიზიკური პარამეტრები, რომელიც ჰადრონულ მატერიასა და ნაწილაკის პოლარიზაციას ახასიათებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com