ka | en
ავტორიზაცია
ქ. საჩხერის ზოგიერთი მიწისქვეშა წყლის ეკოქიმიური კვლევა
ავტორი: ეკატერინე ცერცვაძესაკვანძო სიტყვები: წყალი, კვლეკა, საჩხერე
ანოტაცია:
საქართველოს ბუნებრივი რესურსებიდან წყალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი მარაგია. ბუნებრივი წყლებიდან სასმელი დანიშნულებით ძირითადად გამოიყენება მიწისქვეშა წყლები, სუფთა მტკნარი წყალი კი ჯანმრთელობის წინაპირობაა. საქართველოს მრავალ რეგიონში სასმელად გამოიყენება წყარო ან ჭის წყლები. ხშირ შემთხვევაში ამ წყლების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ამასთანავე უმეტეს შემთხვევაში სრულიად გამოუკვლეველია ამ წყლების ქიმიური და მიკრობიოლოგიური შემადგენლობა, არ არის დადგენილი სასმელად მათი გამოყენების ვარგისიანობა. ჩვენ მიზნად დავისახეთ გამოგვეკვლია ქალაქ საჩხერის რამდენიმე წყაროს და ჭის წყლის ქიმიური შემადგენლობა, განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით დაგგვედგინა მათი სასმელად გამოყენების შესაძლებლობა.