ავტორიზაცია
ქართული ენის ამომცნობი სისტემა
ავტორი: დავით კობახიძეანოტაცია:
ამ ნაშრომში განხილულია სისტემა, რომელიც ახდენს ქართული ენის ამოცნობას და დამუშავებას სხვადასხვა ინფორმაციული წყაროდან მაგალითისთვის, როგორიცაა ყველასათვის კარგად ნაცნობი ვიკიპედია, ფეისბუქი და სხვა მრავალი სოციალური და საინფორმაციო ქსელი, მაგრამ ამოცნობისთვის და დამუშავებისთვის არ გამოიყენება სტანდარტული სტემინგის და ლემატიზაციის ალგორითმები, ვინაიდან ქართული ენა და მისი თავისებურებები შეუძლებელს ხდის სტანდარტული ალგორითმების გამოყენებას, ამიტომ საჭირო გახდა სტემინგის ახალი ალგორითმი, რომელიც მოახდენდა ტექსტის დამუშავებას და რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ კავშირების, ნაცვალსახელების და არსებითი სახელების საწყისი ფორმების ბაზას. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ქართული ენისთვის მსგავსი სისტემები არც თუ ისე ბევრია და ამ ნაშრომში ყველა არსებული სისტემის დადებითი მხარე ასე თუ ისე გათვალისწინებულია და გაუმჯობესებულია მათი უარყოფითი მხარეები. სწორედ ამიტომ ამ სისტემამ მოგვცა გარკვეული შედეგები, რომელი შედეგებიც იძლევა პოზიტივის საფუძველს და ამიტომაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს სისტემა შეიძლება იყოს საწყისი ეტაპი, იმისა რომ დაიწყოს, განვითარდეს და მოხდეს სრულყოფილი სისტემის შექმნა, რომელიც მოახდენს ქართული ენის სრულად ამოცნობას და დამუშავებას.