ავტორიზაცია
ელექტრონული მართვის სისტემის შემუშავება
ავტორი: ნინო ქიტიაშვილიანოტაცია:
თანამედროვე მსოფლიო ცხოვრობს უდიდესი ტექნოლოგიური ძვრების პირობებში. ციფრული ტექნოლოგიების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების, განსაკუთრებით კი ინტერნეტის დანერგვამ, შესაძლებელი გახადა ინფორმაციის მოპოვება/გავრცელება მთელი პლანეტის მასშტაბით, რამაც დასაბამი მისცა უპრეცედენტო გლობალურ სოციო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს. ინფორმაცია თანამედროვე მსოფლიოში გახდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსი, საინფორმაციო სისტემები კი - აუცილებელ ინსტრუმენტი პრაქტიკულ საქმიანობის ყველა სფეროში. შესაძლებელი გახდა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა კუთხის ურთიერთდაკავშირება და სწრაფი ინტეგრაციული პროცესების განვითარება. ელექტრონული მმართველობის დანერგვა ორგანიზაციული პროცესების ახლებურად გააზრებას მოითხოვს. ამ მიზნით საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა შეიქმნა, რომლის მთავარ ამოცანას ქაღალდის დოკუმენტების ელექტრონულით ჩანაცვლება და ზოგადად საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესება წარმოადგენს. კანცელარიის პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე შეიქმნა მონაცემთა ერთიანი ბაზა, დაიხვეწა საჭირო პროცედურები და ეფექტური გახდა როგორც თავად კანცელარიის, ასევე მთლიანად ორგანიზაციის მმართველობითი საქმიანობა. სისტემა წარმოადგებს ვებ აპლიკაციას და თავსებადია ნებისმიერი სიმძლავრის კომპიტერზე. განხილულია კომპიუტერულ ქსელში დაპროექტებული საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების და დაცვის საკითხები. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოების საკითხები. განხილულია საკანონდებლო რეგულაცია, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ელექტრონული ტრანზაქციებისთვის სამთავრობო უწყებებს შორის, მთავრობასა და ბიზნესს შორის, ისევე როგორც კერძო და სამოქალაქო სექტორების ელექტრონული სერვისებისთვის. საბანკო სექტორის მართვის ელექრონული სიტემის შემუშავებისთვის გამოყენებულია C#, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა SQL და გრაფიკული ინტერფეისისთის ვებ დაპროგრამების ენა CSS, HTML, PHP.
მიმაგრებული ფაილები:
ნაშრომი [ka]