ავტორიზაცია
ნიტროზო ჯგუფის შემცველი D-გალაქტოპირანოზილამინის სინთეზი და ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა
ავტორი: ნათია კილაძესაკვანძო სიტყვები: ნიტროზირება, D-გალაქტოპირანოზილამინი, ბიოლოგიური აქტიურობა
ანოტაცია:
ანოტაცია კილაძე ნათია ნიტროზო ჯგუფის შემცველი D-გალაქტოპირანოზილამინის სინთეზი და ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ი. ჭავჭავაძის პრ . 3 ცნობილია, რომ აზოტის ოქსიდი (NO) მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედული მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ის მოქმედებს როგორც ვაზოდილატორი, მონაწილეობს იმუნური სისტემის, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, არეგულირებს უჯრედების აპოპტოზსა და პროლიფერაციას. ახალი ტიპის ბიოლოგიურად და ფარმაკოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოსავლენის თვალსაზრისით, ნიტროზო (N=O) ჯგუფის შემცველი ნახშირწყლების წარმოებულების სინთეზი და მათი ბიოლოგიური აქტიურობის შესწავალა პერსპექტიულ კვლევით მიმართულებას წარმოადგენს. პირველ ეტაპზე შესწავლილ იქნა D-გალაქტოზის (I) პ-ტოლუიდითან კონდენსაცით N-β-(პ-ტოლილ)-D-გალაქტოზილამინის (II) წარმოქმნა. მიღებული N-გალაქტოზილამინის აცეტილიტებით და ნატრიუმის ნიტრიტით შემდგომი ნიტროზირებით პირველად იქნა სინთეზირებული ნიტროზო-N-β-(პ-ტოლილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-D-გალაქტოზილ- ამინი (IV). რეაქციები მიმდინარეობდა შემდეგი სქემის მიხედვით: სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით. N-β-პ-ტოლოლ-D-გალაქტოპირანოზილამინის (II) სინთეზის რეაქციის მიმართულების თეორიული დასაბუთების მიზნით ჩატარებულ იქნა კვანტურ-ქიმიური გათვლები ნახევრად ემპირიული AM1 მეთოდით. კომპიუტერული პროგრამის PASS Onlainis დახმარებით, სტრუქტურა ბიოაქტივობის ანალიზის საფუძველზე სინთეზირებული გლიკოზილ-ამინებისთვის დადგენილ იქნა სავარაუდო ბიოლოგიური აქტიურობის და ტოქსიკური/ გვერდითი ეფექტების ფართო სპექტრი.
მიმაგრებული ფაილები:
“ნიტროზო ჯგუფის შემცველი D-გალაქტოპირანოზილამინის სინთეზი და ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა” [ka]