ავტორიზაცია
სხვადასხვა ტიპის მერქნის შემცველი საწვავის წვლილი ჰაერის დაბინძურებაში და მათი კონტროლი ლევოგლუკოზანის იზოტოპური თანაფარდობის შესწავლის საფუძველზე.
ავტორი: ნანა ხუნდაძესაკვანძო სიტყვები: სტაბილური იზოტოპები, კინეტიკური იზოტოპური ეფექტი, ლევოგლუკოზანი, ბიომასის წვა, ფოტოქიმიური ასაკი, იზოტოპოლოგები, ორგანზომილებიანი გაზური ქრომატოგრაფი
ანოტაცია:
შიდა გათბობა, როგორც ბიომასის წვის ერთ-ერთი ფორმა, არის დაბინძურების უმნიშვნელოვანესი წყარო, რომელიც უტოლდება გამონაბოლქვით მიღებულ დაბინძურებას. რადგან ამ პროცეცსს ადგილი აქვს, იქ სადაც ადამიანები ცხოვრობენ და იმ დროს, როდესაც ისინი სახლში არიან, ამიტომ ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის. ასეთი ტიპის დაბინძურების შესამცირებლად, აუცილებელია, წყაროს დეტალური აღწერა და შესწავლა. იზოტოპური ანალიზი არის ინოვაციური მეთოდი წყაროს გადანაწილების შესასწავლად. ამ კონცეფციის უკან დგას ის ფაქტი რომ სტაბილურ იზოტოპებს შეუძლაით მოგვცენ დამატებითი ინფორმაცია აეროზოლების შესახებ, იზოტოპების ორი უმნიშვნელოვანესი თვისების გათვალისწინებით: წყაროს „თითისანაბეჭდი” და ქიმიური პროცესის „ფეხისანაბეჭდი“. ბიომასის წვის სპეციფიკური მარკერის, ლევოგლუკოზანის, იზოტოპური თანაფარდობის შესწავლა გამოიყენება ერთობლივად: ლაბორატორიული კინეტიკურ-იზოტოპური ეფექტის შესწავლის საფუძველზე, (_.^13)C იზოტოპებზე დაკვირვებით ემისიის წყაროსა და გარემოში, ასევე ლაგრანჟის მოდელირების საფუძველზე. უკანაკსნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ იზოტოპური თანაფარდობის ცოდნა გადამწყვეტია მონაცემების სანდო ინტერპრეტაციისთვის. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო კიდევ ერთხელ გაეფართოვებინა ცოდნა ლევოგლუკოზანის იზოტოპური თანაფარდობის შესწავლასა და გამოყენებაზე. წინამდებარე ნაშრომში, შესწავლილი იქნა ლევოგლუკოზანის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობა 18 განსხვავებული ბიომასის საწვავი ნიმუშის დაწვის პროდუქტებში (რბილი და მაგარი მერქნები, სიმინდი და ქვანახშირი). ნაერთის იზოტოპური გაზომვები ჩატარდა თერმული დესორბციის ერთეულისა და ორგანზომილებიანი გაზური ქრომატოგრაფის მეშვეობით, რომელიც დაკავშირებული იყო იზოტოპური თანაფრადობის მას-სპექტომეტრთან. ლევოგლუკოზანის δ^13C მნიშვნელობა C3 ტიპის ნიმუშებში მერყეობდა -23.6 to -21.7‰, რომელიც მცირედ აღემატებოდა მნიშვნელობებს რბილი მერქნებისთვის. ყავისფერი ქვანახშირის შემთხვევაში იზოტოპური მნიშვნელობა იყო შედარებით მაღალი (-19‰), ვიდრე C3 ტიპის მცენარეებისთვის, რაც ხაზს უსვამდა მძიმე მცენარეული ნარჩენის არსებობას ქვანახშირში. გარდა ამისა, ლევოგლუკოზანის იზოტოპური თანაფარდობა აღმოჩნდა -12.9‰ სიმინდის დაწვის შედეგად მიღებულ ნიმუშში, როგორც მოსალოდნელი იყო C4 ტიპის მცენარისგან. საერთო ნახშირბადის იზოტოპურმა გაზომვებმა აეროზოლში აჩვენა განსხვავებული მნიშვნელობები როგორც C3 ტიპის მცენარეებისთვის და ქვანახშირის ნიმუშებისთვის (-27.2-დან -23.7‰-მდე), ასევე C4 მცენარეებისთვის (-13.8‰), რომელიც იყო კარგ შესაბამისობაში საწყის ნიმუშებთან. გარდა ამისა, გაიზომა ჰოლოცელულოზის, როგორც საწყისი მასალის, იზოტოპური განაწილება და აღმოჩნდა რომ δ^13C მნიშვნელობა იყო - 27.5‰ (C3 მცენარეებისთვის) და -10.9‰ (C4 მცენარეებისთვის). რაც შეეხება იზოტოპურ ფრაქციონირებას ცელულოზასა და ლევოგლუკოზანს შორის, საშუალო მნიშვნელობა წარმოადგენდა 1.94‰. ეს შრომა ხელს უწყობს ლევოგლუკოზანის იზოტოპური თანაფარდობის გამოყენების გაფართოებას,რაც აუცილებელია ბიომასის წვის შედეგად მიღებული აეროზულების წარმოშობის განსაზღვისათვის.