ავტორიზაცია
პროექტი “განწყობის ფსიქოლოგიის ლაბორატორია”:დასრულების ფაზა, გეგმა, გუნდი და მართვა.
ავტორი: მარიამ ორაგველიძესაკვანძო სიტყვები: განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია, ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, ციფრული მართვის სისტემები.
ანოტაცია:
ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, კაცობრიობა უკვე ორი ათეული წელია სულ სხვა - ციფრული ტექნოლოგიის წარმოდგენების გარემოში ცხოვრობს.მიუხედავად ამისა, დიმიტრი უზნაძის განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის ძირითადი წარმოდგენები იმდენად ღრმა და ინვარიანტული აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტის ტექნოლოგიის ცვლილება მათ შინაარსს პრაქტიკულად არ შეეხო. დღეს უკვე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის ტექნიკის და საშუალებების განვითარების ძირითადი ფოკუსი გადავიდა საინჟინრო ფსიქოლოგიის, ანუ ადამიანის მანქანებთან, ტექნოლოგიებთან, ინფორმაციასთან მუშაობისა და ადაფტაციის პრაქტიკაში.ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ჩამოყალიბებულია გარკვეული წარმოდგენა კვლევითი ინსტრუმენტების ზოგად მოდელზე. თუ ორი სხვადასხვა დარგის მკვლევარი თანმხდება ამ მოდელზე ინტერდისციპლინარული ერთობლივი კვლევითი პროექტის ფარგლებში, მათ ერთობლივ წარმოდგენათა საფუძველი უჩნდებათ კვლევის წარმოებისათვის - ესმით ერთმანეთის. განწყობის ექსპერიმენტების განხორციელების ალგორითმის სტრუქტურა განხილულია სხვადასხვა ილუზიის მაგალითზე: მოცულობის,წოლვის, აკუსტიკური, განათებულობის, რაოდენობისა და წონის. რაც მთავარია,შემუშავებულია ექსპერიმენტების ციფრული მართვის სისტემები.