ავტორიზაცია
საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სწავლებაში
ავტორი: თამარი კუჭუხიძეანოტაცია:
XXI საუკუნეში ტექნოლოგიის გამოყენება სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანეს ნაწილად გადაიქცა როგორც სკოლებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ აუცილებელი გახდა სწავლების მეთოდების შეცვლა და საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) სწავლებაში დანერგვა. ისტ-ის გამოყენება სასწავლო აღმზრდელობით პროცესში შედარებით ახალი მოვლენაა და იგი განათლების მუშაკების ყურადღების ცენტრშია. ამ ტექნოლოგიების პრაქტიკასთან ეფექტური ინტეგრაცია დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს მასწავლებლებსა და განათლების ორგანიზატორებს. საჭიროა სასწავლო დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნან ახალი ტექნოლოგიებით, რაც სწავლის პროცესს უფრო ეფექტურს, სწრაფს და სახალისოს გახდის. ნაშრომში განხილულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლაში, ახალი ტექნოლოგიების სხვადასხვა დისციპლინების სწავლებაში გამოყენების გზები; აღწერილია ტრადიციული, ასევე ახალწარმოქმნილი სასწავლო მეთოდები, შედარებულია ისინი ერთმანეთთან, ნაჩვენებია ტრადიციული მეთოდების მაღალტექნოლოგიური მეთოდებით გადახალისების გზები. ჩვენს მიერ დამზადებულია ქართულენოვანი გაცნობითი ხასიათის ვებგვერდი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ისტ-ის ერთ-ერთი ინსტრუმენტის OneNote-ის შესახებ, ასევე გაკვეთილებს მის სტრუქტურასა და გამოყენებაზე.
მიმაგრებული ფაილები:
საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სწავლებაში [ka]ICT in Education [en]
საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სწავლებაში [ka]