ka | en
TSU

ნეირონის ამგზნები კვანძი როგორც იმფრაწითელი დიაპაზონის ბიო-ნანოანტენების მესერი

ავტორი: ვახტანგ ბარბაქაძე
ანოტაცია:

ცოცხალი არსებების ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სიგნალების გადაცემა და დამუშავება. მოცემულ სასემინარო თემაში მიმოიხილება ნაშრომი რომელშიც გამოკვლეულია ინფრაწითელი დიაპაზონის და ხილული ელექტრომაგნიტური გამოსხივების შესაძლო როლი ტვინის ევოლუციურ შესაძლებლობებში. უჯრედებს შორის ურთიერთქმედების ელექტრომაგნიტური ხასიათის ექსპერიმენტული მტკიცებულებების გარდა, ბიოლოგიური ტალღამტარის გასწვრივ სინათლის გატარების შესაძლებლობა აჩვენეს კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით, თუმცა წყაროს ბუნება ფართოდ არაა გაგებული. იმ დაშვებით რომ ამგზნები კვანძის იონური არხები იქცევა როგორც 300-2500ნმ ტალღის სიგძის ნანოანტენები, ბიოდიელექტრიკის ფენის ბიოლოგგიურ ტალღგამტარებში შესწავლილ იქნა ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ტალღის გავრცელება. შედეგებმა აჩვენა რომ ბიოდიელექტრიკის ფენებში გადის 1600ნმ ტალღის სიგრძის ქვევით ტალღები. თუმცა ფართო დიაპაზონი არსებობს სადაც წარმოიქნება ტალღა და შეიძლება მოხდეს მისი გატარება, რაც თავის მხრივ ზრდის შესაძლებლობას რომ ასეთი ტალღები ნეიროტრანსმისიაში იღებენ მონაწილეობას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com