ავტორიზაცია
განწყობის ანალიზი
ავტორი: მადლენა ჯოლოხავასაკვანძო სიტყვები: განწყობის ანალიზი, მანქანური სწავლება, დამხმარე ვექტორების მანქანა, გადაწყვეტილების ხეები, რეკურენტული ნეირონული ქსელები, ბაიესი
ანოტაცია:
განწყობის ანალიზი არის განსაკუთრებული კლასიფიკაციის ალგორითმი, რომელიც მიზანმიმართულია შეხედულების პოზიციის პოვნაზე და გამოკვეთავს ამ პროცესში ინფორმაციას ინტერესის მიხედვით. განწყობის ანალიზი, ასევე ცნობილია როგორც შეხედულების ანალიზი, წარმოადგენს ნატურალური ენის დამუშავების (NLP) ნაწილს,რომელიც ქმნის სისტემას ,რათა ამოიცნოს და ამოიღოს შეხედულება ტექსტიდან. როგორც წესი, შეხედულების განსაზღვრის გარდა, ეს სისტემები გამოყოფენ გამოხატვის ისეთ ატრიბუტებს, როგორიცაა: • პოლარობა: გამოხატავს თუ არა მოსაუბრე პოზიტიურ ან ნეგატიურ აზრს. • თემა: რის შესახებ საუბრობდა. • აზრის მფლობელი: პირი, რომელიც გამოხატავს აზრს. შეხედულების ანალიზი სწრაფად მზარდი სფეროა. არსებობს მრავალი ელექტრონული სავაჭრო საიტები რომლებიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს,გამოხატონ აზრი სხვადასხვა პროდუქტის შესახებ. ეს შეფასებები სასარგებლოა იმ მომხმარებელთათვისს, რომლებიც აპირებენ პროდუქტის შეძენას. განწყობის პროგნოზირების ზუსტი მეთოდი საშუალებას იძლევა ინტერნეტიდან მივიღოთ კლიენტის შეხედულება პროდუქტზე და ამის მიხედვით განვსაზღვროთ კლიენტის ინტერესები. არსებობს სხვადასხვა ალგორითმები განწყობის ანალიზისთვის. პოლარობის გამოვლენის ნებისმიერი ალგორითმის გამოყენებამდე ხორციელდება უკუკავშირის წინასწარი დამუშავება. ამ წინასწარ დამუშავებული მიმოხილვებიდან გამომდინარეობს სიტყვები და ობიექტები, რომლებზეც გენერირდება შეხედულება და გამოიყენება ნებისმიერი ანალიზის მეთოდი, რათა ნაპოვნი იყოს მიმოხილვის პოლარობა. შეხედულების ანალიზს აქვს დეტალიზაციის სამი დონე: დოკუმენტის ეტაპი, წინადადების დონე და ასპექტის დონე. ამ ნაშრომში წარმოდგენილია სხვადასხვა ალგორითმები განწყობის ანალიზისთვის და განხილულია გამოწვევები და აპლიკაციები ამ სფეროში.
მიმაგრებული ფაილები:
სრული ნაშრომი [ka]Madlena jolokhava [en]
მადლენა ჯოლოხავა [ka]