ავტორიზაცია
EMC ფილტრის მოდელის შექმნა და გამოკვლევა
ავტორი: პავლე წოწკოლაურითანაავტორები: რევაზ კერესელიძე
საკვანძო სიტყვები: EMC ფილტრი, ნაბეჭდი დაფა
ანოტაცია:
მოხსენებაზე წარმოდგენილი იქნება კომპანია Würth Elektronik-ის ელექტრომაგნიტური თავსებადობის (EMC) ფილტრის გამოკვლევა. ნაშრომის ძირითადი მიზანია ფილტრების და მათი კომპონენტების მოდელირების შესწავლა. დეტალურად იქნება განხილული CM ინდუსტივობის კოჭის 3D მოდელის შექმნის ეტაპები პროგრამა EMCoS Studio-ს გამოყენებით, კომპონენტის S-პარამეტრების გამოთვლა და მოდელის სიზუსტის შემოწმება გაზომვების საშუალებით. აღწერილი იქნება PCB-ის გეომეტრიის შექმნის ეტაპები პროგრამა Altium Designer-ის გამოყენებით და შემდეგ მისი მოდელირება EMCoS Studio-ში ODB++ ფორმატის და 3D PEEC გამომთვლელის საშუალებით. ნაბეჭდი დაფის გამოთვლილი პარაზიტული RLC ელემენტების საფუძველზე შეიქმნა პლატის ექვივალენტური წრედი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ფილტრის წრედულ გამოთვლებში CM კოჭის S-პარამეტრებთან ერთად. წრედული გამოტვლებით მიღებული Common-Mode (CM) და Differential-Mode (DM) ფილტრაციის კოეფიციენტის შედეგები შედარებულია გაზომვების მონაცემებთან. ნაშრომის ფარგლებში ასევე ნაჩვენებია PCB-ის დამიწების ბილიკის გეომეტრიული მოდიფიკაციის გავლენა ფილტრის მახასიათებელზე.