ka | en
TSU

CS ვებ კონტენტის მართვის სისტემა

ავტორი: გიორგი კახურაშვილი
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომის მიზანი იყო შექმნილიყო პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი (CMS), რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის რესურსების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა, კერძოდ შექმნილიყო ვებ-გვერდი და მისი მართვის სისტემა, რომელიც კონკრეტულად კომპიუტერული მეცნიერების პროგრამას, სტუდენტებს, ლექტორებსა და დეპარტამენტის საქმიანობას ასახავდა და მათ მოემსახურებოდა. მართალია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ვებ-გვერდი, მაგრამ მასზე ძალზედ მწირი ინფორმაციაა განთავსებული კონკრეტულად ჩვენი დეპარტამენტის შესახებ და ამასთან გვერდის განახლება, ცვლილებები და ა.შ ვერ ხორციელდება დეპარტამენტის უშუალო ჩართულობით. სწორედ ამიტომ გადაწყდა ისეთი cms-ის დამუშავება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი დანიშნულებით (დეპარტამენტის, კონფერენციის და ა.შ) და იმართებოდეს ლოკალურად - დეპარტამენტის მიერ. CMS წარმოადგენს უნივერსალურ პროგრამულ პროდუქტს, რომლის დახმარებითაც ხორციელდება ნებისმიერი სირთულის ვებ-გვერდის, დაწყებული მცირე საპრეზენტაციო ხასიათის ვებ-გვერდიდან – მრავალფუნქციური საინფორმაციო პორტალით დამთავრებული, ადმინისტრირება, განახლება და განვითარება სწრაფად და მარტივად. აუცილებელია, რომ მისი მოხერხებული და გასაგები ინტერფეისი საიტზე ინფორმაციის ეფექტური მართვის საშუალებას იძლეოდეს ყოველგვარი პროგრამისტებისა და html–ის სპეციალისტების დახმარების გარეშე. დასმული ამოცანის გადასაწყვეტად ნაშრომში გამოყენებულია სხვადასხვა ვებ ტექნოლოგია: კერძოდ: HTML, CSS, Javascript ტექნოლოგიები ვებ-გვერდის ინტერფეისის შესაქმნელად, ბაზები - MYSQL, ხოლო ბიზნეს ლოგიკა (ვებ-გვერდის ძრავი) PHP framework - Laravel -ის გამოყენებით დაიწერა. სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში შეიქმნა ვებ-გვერდი, თავისი სამართავი სისტემით, საიდანაც იმართება ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ფოტო-ვიდეო მასალა და ტექსტური ინფორმაცია რამდენიმე ენაზე. შესაძლებელია ვებ-გვერდიდან ელექტრონული წერილის გაგზავნა და ასევე მომავალი სტუდენტების ონლაინ რეგისტრაცია.


მიმაგრებული ფაილები:

CS - Content Management System [en]
CS ვებ კონტენტის მართვის სისტემა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com