ავტორიზაცია
ტემპერატურის გავლენის შესწავლა ტრიადიმეფონის ენანტიომერების დაყოფაზე სილიკაგელზე კოვალენტურად იმობილიზებულ ცელულოზა ტრის (3-ქლორ-4-მეთილფენილკარბამატის) ქრომატოგრაფიულ სვეტზე სითხურ ქრომატოგრაფიაში
ავტორი: ეკა ნადირაძეანოტაცია:
მოცემული კვლევის მიზანი იყო ენანტიომერიზაციის პროცესის საფუძველზე ტემპერატურის გავლენის შესწავლა ტრიადიმეფონის ენანტიომერების დაყოფაზე სილიკაგელზე კოვალენტურად იმობილიზებულ ცელულოზა ტრის (3-ქლორ-4-მეთილფენილკარბამატის) ქრომატოგრაფიულ სვეტზე სითხურ ქრომატოგრაფიაში და შესაბამისი პროცესის კინეტიკური პარამეტრების დათვლა. ენანტიომერიზაცია ეს არის პროცესი, რომელიც აღწერს ერთი ენანტიომერის მეორე ენანტიომერში შექცევად გადასვლას მიკროსკოპულ დონეზე. ამ პროცესის რექციის სიჩქარის მუდმივების ტემპერატურული დამოკიდებულების შესასწავლად გამოვიყენეთ ქრომატოგრაფიული პიკების ფორმები, რომლებიც აღწერენ ურთიერგარდაქმნადი ენანტიომერების გამოსვლის პროფილს მათი დაყოფის დროს ქირალურ სტაციონარულ ფაზაზე სითხური ქრომატოგრაფიულ სვეტში. შესწავლილი ნივთიერება ტრიადიმეფონი არის ქირალური, ფუძე ბუნების, ტრიაზოლების ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც როგორც ფუნგიციდური საშუალება გამოიყენება სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სოკოვანი დააავადებების წინააღმდეგ. ექსპერიმენტში გამოვიყენეთ ცელულოზა 2-ის სვეტი, ხოლო მოძრავ ფაზებად ჰექსან-იზოპროპანოლი სხვადასხვა თანაფარდობის, აცეტონიტრილის და მეთანოლის გამხსნელები.