ავტორიზაცია
ცირკადული რიტმის დარღვვით გამოწვეული სტრესის პირობებში კრეატინის პროტექტორული მოქმედების შესწავლა თავის ტვინის ანტიოქსიდანტური სისტემის მაგალითზე
ავტორი: მარიამ სირბილაძეანოტაცია:
სტრესი დღესდღეობით თანამედროვე გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. მისი მოქმედების ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლა მეცნიერების ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. სტრესი განაპირობებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ და ადაპტაციურ პასუხებს, რომლებიც აღადგენენ ჰომეოსტაზს. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სტრესფაქტორბის გახანგრძლივებული ზემოქმედება უარყოფითად აისახება ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სტრესის ფონზე უჯრედში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს ბიოქიმიური ცვლილებები წარმოადგენს, რაც აისახება ორგანიზმის ჰორმონალური სტატუსის და სასიგნალო მოლეკულების რაოდენობირივი ცვლილებით, ენერგეტიკული მეტაბოლიზმის რღვევით, ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სტატუსის დაქვეითებით. სტრესი საბოლოო ჯამში იწვევს დეპრესიებს და მთელ რიგ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს. ამ პროცესების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა თვის ტვინი. დღეს აქტუალურია ისეთი ნივთიერებების მოძიება რომელთაც შეუძლიათ მოახდინონ სტრესული მდგომარეობის პრევენცია. ამ მხრივ ჩვენი ყურადღება მიიქცია კრეატინმა, რომელისაც გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები. შესწავლილია კრეატინის პროტექტორული გავლენა დღე-ღამური ციკლის ხანგრძლივი დარღვევით გამოწვეულ ცვლილებებზე თეთრი ვირთაგვას ჰიპოკამპის უჯრედებში. ნანახია, რომ ვირთაგვას ორგანიზმში 140მგ/კგ კრეატინის 30-დღიანი ყოველდღიური შეყვანა აუმჯობესებს დღე-ღამური რიტმის დარღვევით გამოწვეული სტრესის შედეგად გაუარესებულ როგორც ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს, ასევე ზოგიერთ ბიოქიმიურ მაჩვენებელსაც. კერძოდ, ადგილი აქვს სტრესის შედეგად გაზრდილი აზოტის ჟანგის, H2O2 და Ca2+-ის იონის რაოდენობრივ შემცირებას. ამის პარალელურად, აღინიშნება დაქვეითებული ანტიოქსიდანტური სისტემის ფერმენტების, კერძოდ სოდ-ისა და კატალაზას აქტივობის მატებაც. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, გამოთქმულია ვარაუდი, რომ კრეატინის შეყვანისას სტრესირებული ვირთაგების ჰიპოკამპის უჯრედებში ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობის მატების მიზეზი შესაძლებელია იყოს მისი მონაწილეობით უჯრედის ენერგეტიკული მეტაბოლიზმისა და ზოგიერთი უჯრედშიდა სასიგნალო გზების გააქტივება, რასაც მოსდევს სინთეზური რეაქციების, მათ შორის ანტიოქსიდანტური ფერმენტების რაოდენობის მატებაც.
მიმაგრებული ფაილები:
ცირკადული რიტმის დარღვვით გამოწვეული სტრესის პირობებში კრეატინის პროტექტორული მოქმედების შესწავლა თავის ტვინის ანტიოქსიდანტური სისტემის მაგალითზე [ka]