ka | en
TSU

CM კოჭების მოდელირების სპეციალიზირებული პროგრამული ინსტრუმენტი

ავტორი: კონსტანტინე პარშუტკინი
თანაავტორები: რომან ჯობავა, ანა გეონჯიანი, დიანა ერემიანი, დავით იმნაძე, გიორგი კაპანაძე
საკვანძო სიტყვები: ელექტრომაგნიტური თავსებადობა და ინტერფერენცია, ფილტრების დიზაინი, CM კოჭები, კომპიუტერული მოდელირება
ანოტაცია:

თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობები ხშირ შემთხვევაში იყენებენ იმპულსურ კვების წყაროებს. ასეთი მოწყობილობები, თავიანთი მუშაობის თავისებურებიდან გამომდინარე, ქმნიან მაღალი დონის ხელშემშლელ ფაქტორებს: ელექტრომაგნიტურ (EMI) და რადიო სიხშირულ (RFI) ინტერფერენციას. ამიტომაც, დღეს, უფრო და უფრო, აქტუალური ხდება CM ფილტრების მოდელირება და ოპტიმიზაცია მოწყობილობის დიზაინის ადრეულ ეტაპზე. ნაშრომში წარმოდგენილია კომპანია EM Consulting & Software (EMCoS) - ში PEEC მეთოდზე დაფუძვნებული CM ფილტრების მოდელირების პროგრამული ინსტრუმენტი (CM Choke Designer). ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ინჟინერს ეძლევა საშუალება მოცემული გეომეტრიული და ფიზიკური პარამეტერების გამოყენებით ააგოს CM კოჭის კომპიუტერული მოდელი და შემდგომ მიიღოს აგებული კოჭის ისეთი მახასიათებლები როგორებიცაა: S-პარამეტრები, CM/DM/OM/SM იმპედანსები და ა.შ. CM Choke Designer-ს გააჩნია შემდეგი უპირატესობები: მოდელის აგების სიმარტივე, პარამეტრების ცვლილების მოქნილობა, გამოთვლების სისწრაფე. რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ბაზარზე არსებული სერიული კოჭების მოდელების ვრცელი ბიბლიოთეკა და განხორციელდეს ამ კოჭების ცვლილება და გაუმჯობესება. მოდელირებით მიღებული შედეგების სიზუსტის დასადასტურებლად განხილულია რამოდენიმე არსებული კოჭა (მწარმოებელი Würth Elektronik). კომპანია EMCoS-ის ლაბორატორიაში 4-პორტიანი ENA Network Analyzer E5080A -ის საშუალებით გაზომილია მათი მახასიათებლები. ასევე თითოეულ კოჭისთვის აგებულია სამგანზომილებიანი მოდელი, რომლის გამოსათვლელად გამოიყენება გამომთვლელი პროგრამა დაფუძვნებული მომენტების მეთოდზე (Method of Moments - MoM). ზემოთხსენებული მეთოდებით მიღებული შედეგების შედარებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ CM Choke Designer-ით მიღებულ შედეგებს გააჩნია მაღალი სიზუსტე და იგი შეიძლება გამოყენებული იყოს ელექტრონულ ინდუსტრიის სფეროში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com