ავტორიზაცია
"კატალიზური კონვერტორები დიზელსა და ბენზინზე მომუშავე მანქანებისთვის“
ავტორი: ლია კარადურმუშსაკვანძო სიტყვები: კატალიზური კონვერტორი, გამონაბოლქვი აირები, მავნე კომპონენტები, სელექტიური აღდგენის კატალიზატორი.
ანოტაცია:
ავტომობილების რიცხი და მათი როლი ადამიანის ყოფაცხოვრებაში დღითიდღე მატულობს. იგი ძალიან სასარგებლო პროდუქტია ადამიანისთვის, რადგან უზრუნველყოფს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას ერთი წერტილიდან მეორეში, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მეორე მხარე, უარყოფითი მხარე. ავტომობილი გადასაადგილებლად იყენებს საწვავს, შედეგად კი გარემოში გამოყოფს მავნე და ტოქსიკურ აირებს. გამონაბოლქვ აირში არსებული კომპონენტები მავნეა არა მარტო ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, არამედ მთლიანად ბუნებისთვის, გარშემომცველი გარემოსთვის.შესაბამისად მანქანების ემისიების უკონტროლოდ დატოვება დაუშვებულია. უმრავლეს ქვეყანაში ამ პროცესს მკაცრად აკონტროლებს ქვეყნის მმართველი ორგანოები. წესდება ლიმიტები ყველა იმ კომპონენტისთვის, რომელიც არსებობს ავტომობილის გამონაბოლქვ აირში. გადაჭარბების შემთხვევაში, შესაბამის ტრანსპორტს ეკრძალება გადაადგილება. მანქანების გამონაბოლქვში მავნე და ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაციების შემცირების მიზნით, მონტაჟდება ე.წ კატალიზური კონვერტორები, რომელთა ფუნქციაც არის არასასურველი კომპონენტების ქიმიური გარდაქმნა ნეიტრალურ ან/და ნაკლებად მავნე ნივთიერებებში. დღესდღეისობით, არსებობს ბევრი სხვადასხვა ტიპის კატალიზური კონვერტორები. იმის და მიხედვით თუ 1) რა ტიპისაა ტრანსპორტი, 2) რომელ საწვავზე მუშაობს იგი, 3) რა არის მისგან მოსალოდნელი ემისიები, 4) რომელი კომპონენტები ჭარბობს გამონაბოლქვში, 5) რამდენად დიდია მათი კონცენტრაციები და სხვა ბევრი კრიტერიუმის გათვალისწინებით არჩევენ შესაბამის, ყველაზე ოპტიმალურ კატალიზატორის ვარიანტს. მოცემული მცირე ნაშრომი ეძღვნება სხვადასხვა ტიპის კატალიზატორების აღწერას.
მიმაგრებული ფაილები:
Doctoral seminar 1 [en]