ავტორიზაცია
AES სტანდარტის მოდიფიცირებული ვარიანტის შექმნა და ტესტირება
ავტორი: ცეზარი მშვენიერაძესაკვანძო სიტყვები: AES, p-value, ჰილის ალგორითმი, NIST
ანოტაცია:
კვლევის მიზანი იყო AES-ის სტანდარტის მოდიფიცირებული ვარიანტის შექმნა და NIST-ის (სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი) მიერ შემოთავაზებულ, შემთხვევითი რიცხვების გენერაციის ტესტებზე შემოწმება, რასაც უნდა დაედგინა მიღებული ალგორითმით დაშიფვრის ხარისხი, ამისთვის შეიქმნა მოდიფიცირებული ვარიანტის პროგრამული იმპლემენტაცია, რომელშიც სტანდარტული AES-ის სტრუქტურიდან ამოვიღე SriftRow ფუნქცია ,რომელიც AES-ის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს და იგი ჩანაცვლდა ჩვენს მიერ მოფიქრებული, თვით შებრუნებადი მატრიცაზე გამრავლების ფუნქციით. შედეგად მივიღეთ, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ვარიანტი ბევრად სწრაფად მუშაობს ვიდრე სტანდარტული AES-ის იმპლემენტაცია, მრავალმა ტესტირებამ, რომელსაც, საბაზისოდ, ყველა ახლად შექმნილი კრიპტოგრაფიული ალგორითმები გადის და აჩვენა, რომ შეცვლილი იმპლემენტაციით მიღებული დაშიფრული ტექსტები აკმაყოფილებს NIST-ის მირე შემოთავაზებულ შემთხვევიტი რიცხვების გენერატორის ტესტებ და მისი გამოყენება მიზანშეწონილი არის კრიპტოგრაფიაში, მაგრამ შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს მისი იმპლემეტაცია არამხოლოდ პროგრამულ დონეზე არამედ ჰარდვეარის დონეზე C-ენის გამოყენებით რათა სიჩქარე ბევრად განსხვავებული იქნება ვიდრე ჩემს მიერ ჩატარებული ცდების დროს.