ka | en
TSU

აზიური ფაროსანას ( Halymorpha halys წინააღმდეგ ბრძოლის ალტერნატიული საშუალებების ეფექტურობის ტესტირება თხილის კომერციულ პლანტაციაში

ავტორი: ნათია სამსონიძე
ანოტაცია:

აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) პოლოფაგი მწერია, რომელიც იკვებება 170-ზე მეტი სახეობის მცენარით. საქართველოში იგი პირველად გამოვლინდა 2015 წელს და 2016 წლიდან აღინიშნა თხილის მოსავლის მასიური დაზიანება. წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს თხილის კომერციულ ბაღებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ალტერნატიული საშუალებების („მიიზიდე და მოკალი“ და სასაზღვრო წამლობა) ეფექტურობის შეფასება და თხილის ხარისხის განსაზღვრა. კვლევა ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეტაში მდებარე თხილის კომერციულ პლანტაციაში 23 ივნისიდან 29 სექტემბრამდე. ჰომოგენურ ტერიტორიაზე გამოიყო 3 ტიპის ნაკვეთი: 1) „მიიზიდე და მოკალი“, რომელზეც განთავსდა სადგურები ფერომონების დიდი დოზით. სადგურები ყოველკვირეულად იწამლებოდა ეფექტური ინსექტიციდით; 2) ნაკვეთი სასაზღვრო წამლობით - იწამლებოდა მხოლოდ ნაკვეთის გარე პერიმეტრი და 3) საკონტროლო ნაკვეთი ქიმიური დამუშავების გარეშე. ნაკვეთების სიღრმეში განლაგებული ფერომონიანი წებოვანი ხაფანგები გამოიყენებოდა აღნიშნულ მათში ფაროსანას რაოდენობის შესადარებლად. კვლევის შედეგად დადგინდა რომ: 1) როგორც „მიიზიდე და მოკალი“, ისე სასაზღვრო წამლობა მეტად ეფექტურია მწერის პოპულაციის კონტროლისთვის; 2) თხილის დაზიანების გაცილებით მაღალი ხარისხი შეინიშნება ნაკვეთების კიდეზე, ვიდრე მათ სიღრმეში, რაც ადასტურებს მავნებლის მიგრაციას ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან სიღრმისაკენ.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com