ka | en
TSU

ჰაერის დაბინძურების გავრცელების შეფასება განტვირთვის საათებში ი.ჭავჭავაძის გამზირის მაგალითზე.

ავტორი: თამუნა ლაფაჩი
თანაავტორები: ელენე გვაზავა, ნათია ბაძგარაძე,ქეთი ხარაიშვილი
საკვანძო სიტყვები: თამუნა, ლაფაჩი
ანოტაცია:

ანოტაცია ატმოსფერულ ჰაერს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიოსფეროს სხვა კომპონენტებს შორის და მისი მნიშვნელობა დედამიწაზე შეუფასებელია ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ე.წ. ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა ატმოსფეროს დაბინძურების პრობლემა მთელს მსოფლიოში. ტექნიკური პროგრესიის შესაბამისად მავნე გამონაბოლქვთა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება. ცალკეულ კომპონენტთა კონცენტრაციები ბევრად აღემატება ზღვრულ დასაშვებ ნორმას. ეს პრობლემა განსაკუთრებით კი შეინიშნება ურბანულ ქვეყნებში. ამ ნაშრომის ძირთადი მიზანია ქალაქ თბილიში ყველაზე გადატვირთული მოძრაობის მქონე ტერიტორიაზე, კერძოდ ჭავჭავაძის გამზირზე და ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე განტვირთვის საათებში, გავზომოთ ჰაერის შემადგენელი კომპონენტების დიფუზიის ხარისხი, პირველ შემთხვევაში გზის ცენტრალური ნაწილიდან უნივერსიტეტის შიდა მიმდებარე ტერიტორიისკენ, მეორე შემთხვევაში ვარაზის ხევიდან უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზომდე. გვაინტერესებდა რა სიჩქარით ხდება ჯანმრთელობისთვის არასასურველი ელემენტების გავრცელება. ასევე მნიშვნელოვანია რომ მიღებული შედეგები ყოფილიყო არა ერთჯერადი ანალიზით მიღებული არამედ საშუალო.ამიტომ ჩვენ სხვადასხვა დღეს ერთსადაიმავე ტემპერატურასა და ტენიანობის დროს ჩავატარეთ რამდენიჯერმე ანალიზი. შეგროვებული ნიმუშის ანალიზები ჩავატარეთ ლაბორატორიაში Picaro 2401 CRDS ანალიზატორით (ნახშირბადის ოქსიდები, მეთანი) და Eco Physics CLD 870 TR ანალიზატორით (აზოტის ოქსიდები). ნაშრომი შესრულდა SMART|AtmoSim_LAB-ის ბაზაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com