ავტორიზაცია
დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების ეკონომიკური რისკებისა და განუზღვრელობის მოდელირება
ავტორი: გოჩა ხორავასაკვანძო სიტყვები: რისკების რაოდენობრივი ანალიზი, სცენარის ანალიზი, სოციო-ეკონომიკური ანალიზი, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შეფასება, საბაზისო კლასის პროგნოზირება, საბაზისო სცენარის პროგნოზირება.
ანოტაცია:
ჩვენს ნაშრომი ეძღვნება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების საფინასო-ეკონომიკური რისკებისა და შესაბამისი განუზღვრელობების მოდელირებისადმი ახალი, თანამედროვე (მათ შორის ფაზი) მიდგომების მიმოხილვას. ძირითადად განხილულია ორი ნაშრომი: 1. HANS SCHJÆR-JACOBSEN, MODELLING OF ECONOMIC RISK AND UNCERTAINTY IN LARGE INFRASTRUCTURE PROJECTS. Copenhagen University College of Engineering, 15 Lautrupvang DK-2750 Ballerup, Denmark. 2. KIM BANG SALLING, STEEN LELEUR, MODELLING OF TRANSPORT PROJECT UNCERTAINTIES: FEASIBILITY RISK ASSESSMENT AND SCENARIO ANALYSIS. European Journal of Transport and Infrastructure Research, 12(1), 2012. ამ ნაშრომების გამოჩენა განაპირობა იმან, რომ დანიის ტრანსპორტირების სამინისტრომ ახალი მოთხოვნები ჩამოაყალიბა ბიუჯეტირების, რისკებისა და განუზღვრელობის მენჯმენტისათვის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის. ეს ნაშრომები იძლევა ახალ მიდგომას, რომელიც აყალიბებს ზოგიერთ ცენტრალურ მოთხოვნას. შემოტანილია შესაბამისი ღირებულებითი მოდელები, რომლებიც საშუალებას იძლევა თვალყური ვადევნოთ სარისკო ხდომილებების ზემოქმედებას განუზღვრელობაზე ერთეულის ფასების, რაოდენობის, საბოლოო ღირებულების ცვლილების და ასევე პროექტის მთლიანი ღირებულების ცვლილების ტერმინებში. განუზღვრელობა მოდელირებულია ორი ძირითადი პრინციპის, „ალბათობისა“ და „შესაძლებლობის“ შესაბამისად, ასევე მოცემულია დაანგარიშების მეთოდები და შესაბამისი გამოთვლითი განხორციელებულია რიცხვითი მაგალითის საფუძველზე. ძირითადი სიტყვები: რისკების რაოდენობრივი ანალიზი, სცენარის ანალიზი, სოციო-ეკონომიკური ანალიზი, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შეფასება, საბაზისო კლასის პროგნოზირება, საბაზისო სცენარის პროგნოზირება.
მიმაგრებული ფაილები:
Annotation [en]დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების ეკონომიკური რისკებისა და განუზღვრელობის მოდელირება [ka]