ka | en
TSU

მსხვილმაშტაბიანი ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდოლოგია და პრაქტიკა (სოფ.ბოდბისხევის მაგალითზე)

ავტორი: თამუნა ჭაბაშვილი
საკვანძო სიტყვები: ლანდშაფტი, ლანდშაფტური დაგეგმარება, ეკოლოგიური პრობლემები
ანოტაცია:

კვლევის მიზანია შეიქმნას სოფელი ბოდბისხევის მდგრადი ეკოლოგიური განვითარების საფუძვლები, მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების საფუძველზე. კვლევის მიზანთან კი დაკავშირებულია შემდგომი ამოცანების გადაწყვეტა: შესწავლილ იქნას სოფლის ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებანი. შესწავლილ იქნას ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება ეკოლოგიური პრობლემატიკისადმი. განხორციელდეს სოფ. ბოდბისხევის ლანდშაფტური დაგეგმარება; განხორციელდეს ლანდშაფტური დაგეგმარების შედეგების და რეკომენდაციების აპრობაცია ადგილობროვ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან. კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნება ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდოლოგია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს იმ დარგობრივი რეკომენდაციების შემუშავება, რომლის მიხედვით ჩატარდება ტერიტორიების ზონირება მათი შენარჩუნების, განვითარების და გაუმჯობესების მიზნით. კვლევის მეთოდოლოგიას ასევე მიუკუთვნება ადგილობრივი საზოგადოების აზრის შესწავლა და გათვალისწინება. იგი განხორციელდება სპეციალურად შექმნილი სოციალოგიური კითხვარის (ანკეტის) მეშვეობით. კითხვარი დაიყოფა 6 მიმართულებად, 1. ადგილის შესაბამისობა საცხოვრებლად, 2. ბუნებრივი რესურსები, 3. ეკოლოგიური ცნობიერება, 4. მეურნეობა, 5. მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების დონე, 6. ეკოლოგიური პრობლემები. მოპოვებული ინფორმაცია დამუშავდება და მოხდება მისი ვიზუალიზაცია. კვლევის შედეგად პირველად: 1.შეიქმნება სოფ. ბოდბისხევის ლანდშაფტური გეგმა. 2. გამოვლენილი იქნება ბუნებრივი და ანთროპოგენული კონფლიქტები. 3. განხორციელდება მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების შეფასება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com