ka | en
TSU

ჰაერის დაბინძურების შეფასება პიკის საათებში ი.ჭავჭავაძის გამზირის მაგალითზე

ავტორი: ნათია ბაძგარაძე
თანაავტორები: თამუნა ლაფაჩი ქეთი ხარაიშვილი ელენე გვაზავა
საკვანძო სიტყვები: ნათია, 1995
ანოტაცია:

წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კვლევა და მონიტორინგი. ატმოსფერული ჰაერისა და გამონაბოლქვი აირების ანალიზი ი.ჭავჭავაძის გამზირის მაგალითზე ქ. თბილისის ატმოსფერულ ჰაერში. ატმოსფერულ ჰაერს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიოსფეროს სხვა კომპონენტებს შორის და მისი მნიშვნელოვნება დედამიწაზე შეუფასებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ე.წ. ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა ატმოსფეროს დაბინძურების პრობლემა მთელ მსოფლიოში. ტექნიკური პროგრესის შესაბამისად მავნე გამონაბოლქვთა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება და ცალკეულ კომპონენტთა კონცენტრაციები ბევრად აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენს ნახშირჟანგის ნახშირორჟანგის და აზოტის ოქსიდების კონცენტრაციის განსაზღვრა ქ. თბილისის ატმოსფერულ ჰაერში. ნახშირბადის ოქსიდების ანალიზები ტარდებოდა Picarro CRDS G2401 ანალიზატორზე ოპტიკური ღრუს სპექტროსკოპიის მეთოდით, ხოლო აზოტის ოქსიდების Eco physics CLD 780 TR ხელსაწყოზე ოზონ-ქემილუმინესცენციის მეთოდით



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com