ავტორიზაცია
ლისის რამპანტიკლინი: გეომეტრია, მასთან დაკავშირებული ნაპრალების ტიპები და კინემატიკა
ავტორი: გუგა სადრაძესაკვანძო სიტყვები: ნაპრალი, ნაოჭი, რამპ-ანტიკლინი
ანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომის კვლევის ობიექტს წარმოადგენს აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის აღმოსავლურ დაბოლოებაზე განლაგებული ლისის რამპანტიკლინის გეომეტრიის და კინემატიკის განსაზღვრა, ნაოჭთან დაკავშირებული ნაპრალების გეომეტრიის დადგენა და ორ და სამგანზომილებიანი სტრუქტურული მოდელების აგება. ნაშრომი შედგება: შესავლის, 4 თავის, 6 ქვეთავის, დასკვნის, დაკვირვების წერტილების მონაცემთა ბაზის, თბილისის მიდამოების ციფრული გეოლოგიური რუკის და ციტირებული ლიტერატურის სიისაგან. ნაშრომში მოცემულია, როგორც ლისის რამპანტიკლინის ასევე მთლიანად აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის გეოლოგიური და ტექტონიკური პოზიცია, ხოლო ლისის რამპალტიკლინის დეტალური სტრუქტურული, ლითოლოგიური, სტრატიგრაფიული დახასიათება. დეტალურად განხილულია კვლევის დროს გამოყენებული თანამედროვე მეთოდოლოგია: კერძოდ რღვევებთან დაკავშირებული ნაოჭების თეორია და ნაოჭი-ნაპრალის ურთიერთდამოკიდებულების კონცეპტუალური მოდელები. ლისის რამპალტიკლინის ფარგლებში ჩატარებულია დეტალური საველე-გეოლოგიური სამუშაოები და ნაპრალთა სტრუქტურული ანალიზის კვლევები, აგრეთვე გამოყენებულია რეგიონის შესახებ არსებული გამოქვეყნებული და საფონდო მასალა და ჭაბურღილის მონაცემები. თითოეული დაკვირვების წერტილისთვის აგებულია ნაპრალთა ორიენტაციის - “ვარდის“ დიაგრამები და სტატისტიკური ანალიზი; ინტერპრეტირებულია სეისმოპროფილები; აგებულია 3 განზომილებიანი სტრუქტურული მოდელები. კვლევაში გამოყენებულია სტრუქტურული გეოლოგიის კომპიუტერული, სპეციალური პროგრამა Move. კვლევების შედეგებზე დაყრდნობით გამოთქმულია მოსაზრება, რომ ლისის რამპანტიკლინი ტიპიური რღვევა-გავრცელებადი ნაოჭია. ლისის რღვევა-გავრცელებადი ნაოჭის ფარგლებში არსებული ნაპრალების ფორმირება დაკავშირებული იყო 2 სტადიასთან: (1) დეფორმაციამდელი და (2) დეფორმაციის თანადროული.
მიმაგრებული ფაილები:
ლისის რამპ-ანტიკლინი: გეომეტრია, მასთან დაკავშირებული ნაპრალების ტიპები და კინემატიკა [ka]