ka | en
TSU

Vδ1და Vδ2γδTქვეტიპების როლის შესწავლა Mycobacterium tuberculosis–ის საწინააღმდეგო იმუნურ პასუხებში ქართულ პოპულაციაში

ავტორი: ლანა საჯაია
საკვანძო სიტყვები: ტუბერკულოზი, T ლიმფოციტები, γδT უჯრედები
ანოტაცია:

საქართველო ტუბერკულოზის (TB) მაღალი სიხშირის მქონე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, მათ შორის წამლებისადმი მულტირეზისტენტული ფორმების მაღალი წილით. შესაბამისად, Mycobacterium tuberculosis (MTb)-ის საწინააღმდეგო იმუნური პასუხების შესწავლა ქართულ პოპულაციაში მეტად მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდის მონაცემები გამოხატავს, რომ γδT უჯრედებს და მათ შორის განსაკუთრებით Vδ2 γδ T ქვეტიპს მეტად მნიშვნელოვანი როლი აკისრია in vivo MTb-ის საპასუხოდ განვითარებულ რეაქციებში. კვლევის მიზანს წარმოადგენდა γδ T უჯრედების ქვეტიპების რაოდენობრივი და ფენოტიპური შეფასება, მათი მოქმედების მექანიზმის ახსნა და როლის შეფასება ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმის იმუნოპათოგენეზში ქართულ პოპულაციაში. Tγδ უჯრედები პერიფერიული T უჯრედების საერთო რაოდენობის 1-დან 10%-ია, რომელთა დაახლოებით 70% აექსპრესირებს T უჯრედული რეცეპტორის Vδ2 ჯაჭვს და 30% Vδ1-ს (Fahl et al., 2014). უჯრედები, რომლებიც Vδ2-ს აექსპრესირებენ გამოიცნობენ მცირე ზომის ფოსფოლიპიდურ–ანტიგენებს–(PAg).ეს ანტიგენები კი ჭარბად ექსპრესირდება ზოგ სიმსივნურუ ჯრედზე და რიგი ინფექციური დაავადებების დროს. მნიშვნელოვანია მოლეკულა,(E)-4-ჰიდროქსი-3-მეთილ-ბუთ-2-ენილ პიროფოსფატის ჭარბი ექსპრესია Mycobacterium tuberculosis-ით ინფიცირებულ უჯრედებში (MTb, Chen et al., 2013). მექანიზმი, რომლითაც γδ T უჯრედი ამოიცნობს PAg-ს ამჟამად კვლევის პროცესშია, მაგრამ ფიქრობენ, რომ ამპროცესში ჩართულია B7 ოჯახის წევრი ბუტიროფილინი 3A (კონკრეტულად BTN3A1). ცხადია, რომ PAg-ის BTN-თან დაკავშირება ხდება უჯრედის შიგნით, რაც იწვევს მოლეკულის კონფორმაციის ცვლილებას, რომელიც შემდეგ ამოიცნობა Vδ2 γδ T უჯრედების მიერ (Sandstrom et al., 2014, Adams et al., 2015). საინტერესოა, რომ ტუბერკულოზისას, HMBPP მოლეკულა ათასჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე ენდოგენური იზოპენტენილ პიროფოსფატის (IPP) მოლეკულა ზოგიერთ სიმსივნურ უჯრედებში. ეს კი ნიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია MTb ინფიცირებული უჯრედების ამოცნობა Vγ2 γδ T უჯრედების საშუალებით. წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა ფილტვის აქტიური ტუბერკულოზის მქონე არანამკურნალებ პაციენტთა პერიფერიული სისხლი; შეფასდა γδT უჯრედების რაოდენობრივი და ფუქნციური მაჩვენებლები; Vδ1 და Vδ2 ქვეტიპის ზედაპირული მარკერები, რომლებიც დაკავშირებულია უჯრედების აქტივაციასთან, ექსპანსიასთან, განსახლებასთან და მეხსიერების ფენოტიპთან.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com