ავტორიზაცია
იზოპრენის ნიტრატის რადიკალით დაჟანგვით მიმდინარე რეაქციები ატმოსფეროს ფოტოქომიის სიმულაციის დიდ სარეაქციო კამერაში
ავტორი: ავთანდილი ტურძილაძეთანაავტორები: ტორსტენ ჰოჰაუსი
საკვანძო სიტყვები: ორგანული აეროზოლები, ნიტრატის რადიკალი, იზოპრენის ოქსიდაცია, აქროლადი ორგანული ნაერთები, ააეროზოლ მას სპექტრომეტრი
ანოტაცია:
ტროპოსფეროს აეროზოლები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ კლიმატზე, დედამიწის სითბურ ბალანსზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტროპოსფეროს აეროზოლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგეს ორგანული აეროზოლები(ოა) და კერძოდ მეორადი ორგანული აეროზოლები(მოა), რომლებიც ფორმირდება აქროლადი ორგანული ნაერთების(აონ) დაჟანგვით. დაჟანგვითი პროცესები ატმოსფეროში მიმდინარეობს ჰიდროქსილის რადიკალის, ოზონის და ნიტრატის რადიკალის მონაწილეობით. მაშინ როცა, ჰიდროქსილის რადიკალით და ოზონით ოქსიდაცია კარგადაა შესწავლილი, შედარებით ცოტა რამ არის ცნობილი ნიტრატის რადიკალით მიმდინარე დაჟანგვის პროცესებზე. წინამდებარე ნაშრომი შეეხება ბუნებაში ყველაზე გავრცელებული ბიოლოგიური აქროლადი ორგანული ნაერთის იზოპრენისა და ღამის განმავლობაში არსებული ოქსიდანტის, ნიტრატის რადიკალს შორის ექპერიმენტს, რომელიც ჩატარდა დიდ სარეაქციო კამერაში. განხილილული იქნება სარეაქციო პირობები, გარემო და გამოყენებული ინსტრუმენტები.