ka | en
TSU

პოლიოქსიეთილენ (4) ლაურილის ეთერის შებრუნებული მიცელების მიკროგარემოს შესწავლა ოპტიკურ სინჯად მეთილნარინჯის გამოყენებით

ავტორი: ნანა ფილაური
საკვანძო სიტყვები: შებრუნებული მიკროემულსია, Brij 30, ოპტიკური სინჯი, მეთილნარინჯი
ანოტაცია:

პოლიოქსიეთილენ (4) ლაურილის ეთერის (Brij 30)-ის შებრუნებული მიცელების მიკროგარემო შესწავლილია ულტრაიისფერი-ხილული სპექტროსკოპიის მეთოდით მოლეკულურ სინჯად მეთილნარინჯის გამოყენებით. გამოკვლეულია ზედაპირულად აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის, ზეთის ფაზის და თანა-ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ბუნების გავლენა მეთილნარინჯის აბსორბციულ სპექტრში ცვლილებებზე. განსაზღვრულია მეთილნარინჯის შებრუნებულ მიცელებთან ასოციაციის ხარისხი. მეთილნარინჯის შთანთქმის მაქსიმუმების წყლის შემცველობაზე დამოკიდებულების ხასიათი შებრუნებული მიცელის წყლიან ჯიბეებში სამი სახის (პირველადად ბმული წყალი, მეორადად ბმული წყალი და თავისუფალი წყალი) არსებობაზე მიგვანიშნებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com