ka | en
TSU

ადიგენის ჯგუფის ბენტონიტური თიხები: გეოლოგია, პეტროლოგია, წარმოშობის პირობები და გამოყენების პერსპექტივები

ავტორი: ზურა ჩილინგარაშვილი
საკვანძო სიტყვები: ადიგენი, ბენტონიტი, თიხა, გენეზისი
ანოტაცია:

ნაშრომში განხილული ბენტონიტური თიხების საბადოები მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზე, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფლებს: არალის, ნასოფლარ ჩურჩუტო-ჭიხელსა და ბენარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩურჩუტო-ჭიხელისა და ბენარის საბადოები სვირი-ბოლაჯურის სინკლინის სამხრეთ ფრთაზეა მოქცეული. ზღვის დონიდან 1200-1300 მ-ზე. რაც შეეხება არალის საბადოს, მდებარეობს სოფ. არალის სამხრეთ აღმოსავლეთით 0.5კმ დაშორებით, ზღვის დონიდან 1090-1225 მ სიმაღლეზე. აღნიშნული სამივე საბადოების გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ ზედა ოლიგოცენის ფერადი და მიო-პლიოცენური ასაკის გოდერძის წყების ქანები, რომელსაც ფარავს მეოთხეული დელუვიურ-ელუვიური მცირე სიმძლავრის ნალექები. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ჩურჩუტო-ჭიხელის, არალის და ბენარის ბენტონიტური თიხების საბადოს გეოლოგია, პეტროლოგია, წარმოშობის პირობები, გამოყენების პერსპექტივები და თიხების მინერალოგიურ-ქიმიური შედგენილობა. ჩვენს მიერ მოხდა ზემოთაღნიშნულის შესწავლა და გამოკვლევა სხვადასხვა კვლევის მეთოდებით. შესაბამისად კვლევის ფარგლებში განხორციელდა საველე სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტში, როგორც საბადოების მიმდებარე ტერიტორიებზე ისე კვლევისთვის საჭირო ადგილებში, შედეგად ავიღე ანალიზები და მოვამზადე სხვადასხვა საჭირო კვლევისთვის, როგორიც არის მაგალითად ქიმიური ანალიზი, გრანულომეტრიული ანალიზი, ასევე ნიმუში მოვამზადე საშლიფედ. კვლევების მეთოდები მისი მონაცემები და კიდევ სხვა ბევრი საკითხი დეტალურად არის განხილული წარმოდგენილ ნაშრომში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com