ავტორიზაცია
ბნელი მატერიის და სხვა ახალი ფენომენების ძიება ATLAS ექსპერიმენტზე
ავტორი: არჩილ დურგლიშვილიანოტაცია:
განხილულია ახალი ფენომენის ძიების შედეგები, რომელიც შესრულდა მაღალენერგეტიკული ადრონული ჭავლის და დიდი ნაკლული განივი იმპულსის მქონე საბოლოო მდგომარეობის შემთხვევებში. მოცემული კვლევაში გამოყენებული იყო დიდი ადრონული კოლაიდერის ATLAS დეტექტორში 2015 და 2016 წლებში √s= 13 ტევ ენერგიაზე პროტონ-პროტონული დაჯახებების შედეგად დაგროვებული 36.1 ფბ-1 ინტეგრალური ნათების შესაბამის მონაცემები. ფიზიკურ ანალიზში გამოყენებული იყო პროტონ-პროტონული დაჯახებების შემთხვევები სულ მცირე ერთი ადრონული ჭავლით, რომლის განივი იმპულსი მეტია 250 გევ-ზე, და არც ერთი დამუხტული ლეპტონით (ელექტრონი ან მიუონი). რამდენიმე სიგნალის არე იყო განხილული ნაკლული განივი იმპულსის 250 გევ-ზე მეტი სხვადასხვა მნიშვნელობებისათვის. ექსპერიმენტულ მონაცემებში დამზერილი შემთხვევათა რიცხვი კარგ თანხვედრაშია სტანდარტული მოდელის მიხედვით მოსალოდნელ შემთხვევათა რიცხვთან. მიღებული შედეგები გადათარგმნილია გამომრიცხავ ზღვრებად იმ მოდელებისათვის, რომლებიც მოიცავენ წყვილურად დაბადებულ სუსტად ურთიერთქმედ ბნელი მატერიის კანდიდატებს, დამატებით განზომილებებს და სუპერსიმეტრიულ ნაწილაკებს.