ka | en
ავტორიზაცია
ასტროქიმია
ავტორი: ნინო გაგნიაშვილისაკვანძო სიტყვები: ასტროქიმია, გალაქტიკა, პლანეტა, ნისლეული
ანოტაცია:
თანამედროვე ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში ქიმია სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სამყაროში მოლეკულები ყველგან გვხვდება მათი აღმოჩენა სპექტროსკოპიური დაკვირვებების სწრაფი პროგრესის გამო სირთულეს აღარ წარმოადგენს, განსაკუთრებით აღსანიშნავია რადიო, ინფრაწითელი და ოპტიკური რეჟიმები. ასტრონომიული წყაროების ქიმიური კომპოზიციების კვლევა ფუნდამეტური მნიშვნელობისაა სამყაროს ევოლუციის შესწავლისას. ასტროქიმია ღრმად არის დაკავშირებული მოლეკულურ მეცნიერებებთან როგორიცაა: მოლეკულური ფიზიკა, მოლეკულური სპექტროსკოპია, ქიმიური დინამიკა და თეორიული ქიმია. სიცოცხლის წრმოშობა ერთგვარი მოტივია ასტროქიმიის შესწავლისათვის, ხდება მოლეკულებისა და მათი ადგილმდებარეობის ძიება ფიზიკური ქიმიის ყველა ხელსაწყოს გამოყენებით.