ka | en
TSU

ხელოვნური ინტელექტი ელექტრონულ ინჟინერიაში: ობიექტების კლასიფიკაცია

ავტორი: გიორგი პოპოვი
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი, ელექტრული ინჟინერია, ობიექტების კლასიფიკაცია
ანოტაცია:

არსებული ნაშრომის ძირითადი მიზანი არის ხელოვნური ინტელექტის მოდელის შექმნა, რომლის საშუალებით ნიადაგის მაღალსიხშირული (≥ 100 კჰც) ელექტრომაგნიტური დასხივების შედეგად არეკვლილი ველით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ნიადაგში არამეტალური ობიექტების კლასიფიკაცია იქნება შესაძლებელი. ნაშრომში მიღებული შედეგები გამოყენებული იქნება ახალი ტიპის დეტექტორული სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისას. დეტექტორული სისტემის მთავარი მიზანი არის ნიადაგში არსებული ღრუ არეების დეტექტირება, სადაც პოტენციურად არამეტალური ნაღმები ან იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობები არის განთავსებული. შედეგებს დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს რეგიონალური კონფლიქტების და საომარი მოქმედებების შედეგად დანაღმული ტერიტორიების გასაწმენდად. ნაშრომი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან. თეორიულ ნაწილში აღწერილი არის დასმული ამოცანა, მისი აქტუალურობა და ნაშრომის შესრულებისას გამოყენებული ტექნოლოგიები. პრაქტიკულ ნაწილში მოყვანილია შექმნილი მოდელები, მათი სტრუქტურა და მუშაობის პრინციპი და მიღებული შედეგები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com