ავტორიზაცია

YBa2Cu3O7-x/SrTiO3 კომპზიტური ნარევის ზეგამტარული თვისებების შეწავლა
ავტორი: თორნიკე ჭაბუკიანითანაავტორები: დ. დარასელია, დ. ჯაფარიძე, ზ. ჯიბუტი, ა. შენგელაია
საკვანძო სიტყვები: ზეგამტარი, კომპოზიტური ნარევი, სწრაფი გამოწვის მეთოდი
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია YBa2Cu3O7-x (YBCO)/SrTiO3 (STO)პოლიკრისტალური კომპოზიტის თვისებები. კომპოზიტური ნარევის მიღება მოხდა სწრაფი თერმული დამუშავების შედეგად 20% YBCO და 80% STO რეაგენტების შერევით, 700–1000°C ტემპერატურულ შუალედში, რომლის ხანგრძლივობაც შედგენდა 2 წუთს. მაგნიტურმა გაზომვებმა აჩვენა, რომ იმ კომპოზიტის (YBCO/STO)კრიტიკული ტემპერატურა (Tc), სადაც გამოყენებულია ოპტიმალურად დოპირებული YBCO, პრაქტიკულად არ იცვლება. განსხვავებული სურათი გვაქვს მაშინ, როდესაც კომპოზიტში ვიყენებთ არაოპტიმალურად დოპირებულ YBCO-ს. ამ შემთხვევაში კრიტიკული ტემპერატურა (Tc) მკვეთრად იცვლება 65-დან 90K(კელვინი) ტემპერატურამდე. კრიტიკული ტემპერატურის ასეთი მკვეთრი ცვლილება შესაძლებელია აიხსნას კომპოზიტური ნარევის მარცვლებს შორის ჟანგბადის უჩვეულოდ სწრაფი დიფუზიით STO-დან YBCO-ში. მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ YBCO-სჟანგბადით გამდიდრება (ოქსიდირება) მნიშვნელოვნად ჩქარდება არაოპტიმალურად დოპირებულ კომპოზიტურ ნარევში YBCO/STO,სწრაფი, მაღალტემპერატურული თერმული დამუშავებისას.