ka | en
TSU

წრფივი ადვექციის განტოლების ამოხსნა ICON მოდელში

ავტორი: თამარი ჯანელიძე
საკვანძო სიტყვები: ადვექცია, შეუღლებული, ასიმილაცია, ICON
ანოტაცია:

ოთხ განზომილებიანი ვარიაციული მონაცემთა ასიმილაცია წარმოადგენს მოწინავე და თანამედროვე მეთოდს ატმოსფერული სისტემის ანალიზისთვის. ამ მიდგომაში რიცხვითი მეთოდების თვალსაზრისით გამოწვევას წარმოადგენს შეუღლებული მოდელის შემუშავება და შემდეგ მისი გამოყენება ასიმილაციის პროცესში. ატმოსფეროში, სითხის დინამიკაში სხვადასხვა ტრასერის გადატანისას მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადვექციის სქემების სიზუსტე. მაღალი რიგის სქემების გამოყენება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დროით-სივრცით ვარიაციულ მონაცემთა ასიმილაციაში შეუღლებული მოდელის კომპონენტით. ნაშრომში წარმოდგენილია შეუღლებული მოდელის აგების ორი განსხვავებული მეთოდი გერმანული ამინდის სამსახურის ICON მოდელში წრფივი ადვექციის განტოლების ამოსახსნელად გამოყენებული რიცხვითი მეთოდისთვის. მეთოდები შედარებულია სხვადასხვა ადექციის ტესტურ ამოცანებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com