ავტორიზაცია
2,2’-(ნაფთილენ-1,5-დი-ილ-ბის(აზანედილ))ბის(თიაზოლ-4(5H)-ონის) სინთეზი და კვლევა
ავტორი: თამარ იაშვილისაკვანძო სიტყვები: ნაფთალინი, თიაზოლი, ბენზიმიდაზოლი, თიოშარდოვანა, ციკლიზაცია
ანოტაცია:
ამჟამად, ფრიად აქტუალურია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი პრეპარატების შექმნა, რომელთა მოქმედება იწვევს სიმსივნის უჯრედების დათრგუნვას, გამრავლების შენელებას, ან სრულიად შეწყვეტას. ამ მხრივ საყურადღებოა იმიდაზოლისა და თიაზოლის ბირთვების შემცველი ზოგიერთი ნაერთი, რომელთაც აღმოაჩნდათ ინტერკალაციური და ინჰიბიტორული აქტივობები. მეორეს მხრივ, ნაფთალინის ბირთვის შემცველი ეთერები, ჰიდრაზიდები ამჟღავნებენ ანტიმიკრობულ, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეტიკურ და ანტიჰიპოქსურ თვისებებს. აღსანიშნავია ის, რომ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე ადრე სინთეზირებულ ნაფთალინის ნაწარმებს აღმოაჩნდათ ანტიმიკრობული თვისებები. ჩავატარეთ ორგანული ქიმიის კათედრაზე ადრე სინთეზირებული ნაფთალინის ბირთვის შემცველი ჰეტეროციკლური სისტემების კონდენსაცია იმიდაზოლისა და თიაზოლის ბირთვებთან ახალი შესაძლო ბიოლოგიურად აქტიური ჰეტეროციკლური ნაერთებისა და მათი ნაწარმების სინთეზის მიზნით. კერძოდ, ჩავატარეთ ახალი თიაზოლისა და იმიდაზოლის ბირთვების შემცველი ნაერთების სინთეზი და კვლევა 1,3-დიამინონაფთალინის ბაზაზე. მოვახდინეთ მიღების მეთოდების დამუშავება, შუალედური და საბოლოო პროდუქტების სტრუქტურის დადგენა, რეაქციის პირობების ოპტიმიზაცია.