ka | en
TSU

კომპიუტერული წიგნიერება საქართველოს სკოლებში

ავტორი: ნათია ჩუბინიძე
თანაავტორები: სოფიკო წიკლაური, სიმონ მელქონიანი, სტეფან ევაჯიანი, ნიკა ჯულაყიძე.
საკვანძო სიტყვები: ვიზუალური/ბლოკური დაპროგრამება, პორტალი, სკოლა, Scratch
ანოტაცია:

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილება, რომელიც ეხება სკოლებში დაპროგრამების სწავლების დანერგვას. ეს ცვლილება საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა, ამიტომ უამრავმა სხვა ქვეყანამ, და მათ შორის საქართველომაც, გადაწყვიტა ეს რეფორმა თავადაც გაეტარებინა. საქართველოში კომპიუტერული წიგნიერების დანერგვასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხის გადაჭრაა საჭირო, მათ შორის სასწავლო რესურსის არარსებობის. ჩვენი პროექტის მიზანი იყო ამ პრობლემის აღმოფხვრა. ნაშრომში წარმოდგენილია ჩვენ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი, რომელიც მოიცავს პორტალს – „Scratech“, ვიდეო და ტექსტურ გაკვეთილებს. ვიდეო გაკვეთილები მცირე მოცულობისაა (5–10 წუთი) და შეიცავს დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ამოიხსნას ამოცანა. მოსწავლეებს შეუძლიათ ვიდეოს მსვლელობის პროცესში უშუალოდ შექმნან თავიანთი პროექტები. ამას გარდა, პორტალზე განთავსებულია იმავე გაკვეთილის ტექსტური ვერსიებიც. გაკვეთილების სირთულე თანდათანობით იზრდება. დიდ ბრიტანეთსა და ა.შ.შ–ში, ისევე როგორც დანარჩენი ქვეყნების უმეტესობაში, სწავლების პროცესში გამოიყენება ვიზუალური/ ბლოკური პროგრამირების ენები. მათ შორის არის „Scratch“ და ჩვენც მასზე შევაჩერეთ არჩევანი. ვიზუალური დაპროგრამების ენა დამწყებთათვის ყველაზე მიზანშეწონილია, რადგან ამ დროს მხოლოდ ლოგიკაზე ხდება კონცენტრირება და მოსწავლეს სინტაქსის სწავლა არ უწევს. ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ვიმედოვნებთ, რომ სწავლის პროცესში ბევრ მოსწავლეს დაეხმარება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com