ka | en
TSU

ღეროვანი უჯრედი - "მარადიული სიცოცხლის" წყარო

ავტორი: თეკლა თევზაძე
საკვანძო სიტყვები: ღეროვანი, უჯრედი, თერაპია, მკურნალობა
ანოტაცია:

ღეროვანი უჯრედები წარმოადგნენ ორგანიზმში ბევრი ახალი ტიპის უჯრედის წარმოქმნის პოტენციალის მქონე უჯრედებს. ისინი ორგანიზმში ასრულებენ აღმდგენი სისტემის როლს. ღეროვანი უჯრედების ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ემბრიონული ღეროვანი უჯრედები და მწიფე ღეროვანი უჯრედები. ღეროვანი უჯრედები სხეულის სხვა უჯრედებისგან განსხვავდებიან: • მათ შეუძლიათ დაიყონ და განახლდნენ დიდი ხნის განმავლობაში. • ისინი არ არიან სპეციალიზებული, ამიტომ მათ არ შეუძლიათ კონკრეტული ფუნქციების შესრულება სხეულში. • მათ აქვთ პოტენციალი გახდნენ კონკრეტული უჯრედები, როგორებიცაა კუნთოვანი უჯრედები, სისხლის უჯრედები და ტვინის უჯრედები. ექიმები და მეცნიერები აღფრთოვანებული არიან ღეროვანი უჯრედებით, რადგან მათ დახმარება შეუძლიათ სხვადასხვა სფეროში ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევის კუთხით. ღეროვანი უჯრედების შესწავლამ შესაძლოა ახსნას იმ სერიოზული შემთხვევების გამომწვევი მიზეზები როგორებიცაა დაბადების დეფექტები და კიბო. ერთ დღეს ღეროვანი უჯრედებით შეიძლება შეიქმნას ისეთი უჯრედები და ქსოვილები, რომლებიც გამოყენებული იქნება მრავალი დაავადების თერაპიისთვის. მაგალითები მოიცავს პარკინსონის დაავადებას, ალცჰეიმერის დაავადებას, ზურგის ტვინის დაზიანებებს, გულის დაავადებებს, დიაბეტსა და ართრიტს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com