ავტორიზაცია

"ცხინვალის რეგიონის რეტროსპექტივა კარტოგრაფიული და დემოგრაფიული წყაროების მიხედვით(XX-XXI-სს)"
ავტორი: ხატია კურცხალიასაკვანძო სიტყვები: ცხინვალი
ანოტაცია:
ცხინვალის რეგიონის პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწ¬ვევაა, რომელიც დგას თანამედროვე საქართველოს წინაშე. დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება ართულებს ცხინვალის რეგიონის შესწავლის შესაძლებლობას. მრავალი წლის მანძილზე შექმნილი ვითარების გამო იგი მიუწვ¬დო¬¬მელი გახდა სამეცნიერო კვლევის თვალსაზრისითაც. ეს ითქმის ბუნებათ¬სარ¬¬გებ¬ლო¬ბასა და გარემოს დაცვაზე, დემოგრაფიულ ვითარებაზე, რეგიონის სო¬ცი¬ალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე და სხვ. კვლევა მოიცავს ცხინვალის რეგიონის რეტროსპექტიული სურათის შექმნას კარტოგრაფიული და დემოგრაფიული წყაროების მიხედვით. რეგიონი, რომელიც მოიცავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას, არაკონტროლირებადია და 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სეპარა¬ტის¬ტული ძალების მიერ გამოცხადებულია დამოუკიდებელ რესპუბლიკად, თუმცა მას არ სცნობს საერთაშორისო საზოგადოება. კარტოგრაფიული და სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე, კვლევის შედეგად დადგინდა ადმინისტრაციული მოწყობის ტრანსოფრმაციები, განხორ-ციელდა სხვადასხვა პერიოდისა და მასშტაბის კარტოგრაფიული წყაროების ანალიზი, კოსმოსური სურათების მეშვეობით გამოვლინდა განსახლების არეალების ცვლილებები უკანასკნელ პერიოდში და შედგა რიგი თემატური რუკები.
მიმაგრებული ფაილები:
retrospective of the tskhinvaliregion on cartographi and demographi sources.(XX-XXI Century [en]"ცხინვალის რეგიონის რეტროსპექტივა კარტოგრაფიული და დემოგრაფიული წყაროების მიხედვით(XX-XXI-სს)" [ka]