ka | en
ავტორიზაცია

ზოგიერთი ინდოლური ნიტრილის და დინიტრილის გარდაქმნა
ავტორი: ნინო ზვიადაძესაკვანძო სიტყვები: სინთეზი, ინდოლი, ნიტრილი
ანოტაცია:
სინთეზირებულია ნიტრილები: 2,2’–დიეთოქსიკარბონილ–3,3’–დიციანომეთილ–(ინდოლ–5–ილ)მეთანი; 2,2’–დიეთოქსიკარბონილ–3,3’–დიციანომეთილ–(ინდოლ–5–ილ)ოქსიდი; 2–ეთოქსიკარბონილ–3–ციანომეთილინდოლი. შესწავლილია მათი ქიმიური თვისებები ჰიდროლიზის, ალკოჰოლიზის, ჰიდრაზინოლიზის და აღდგენის რეაქციებსის მაგალითზე. მიღებულია შესაბამისი მჟავების მარილები, ესტერები, ჰიდრაზიდები; აგრეთვე ტრიპტამინისა და სეროტონინის ბის- ანალოგები. სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილია სპექტრული მეთოდებით.